ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
სოფლების ელექტროფიცირებისთვის მომავალ წელს 6,5 მილიონი ლარი დაიხარჯება
სოფლების ელექტროფიცირებისთვის მომავალ წელს 6,5 მლნ ლარი დაიხარჯება.
აღნიშნულს 2014 წლის ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი ითვალისწინებს.

თანხას ენერგეტიკის სამინისტრო 2014 წელს სამინისტოსთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან გამოყოფს. ელექტროფიცირდება ის სოფლები, რომელთაც დღემდე არ მიეწოდებათ ელექტროენერგია.

აღნიშნული სოფლების ელექტროფიცირება დაიწყო მიმდინარე წელს და დასრულდება 2014 წელს.

აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის სამინისტროსთვის 2014 წელს 114,6 მლნ ლარია გამოყოფილი.

შეგახსენებთ, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით  33 სოფელია, რომელსაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ამ სოფლების ელექტროფიცირების სამუშაოებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან უკვე წელს გამოიყო 1 700 000 ლარი. მიმდინარე წლის ბოლომდე 7 სოფელს, ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღუდგება. აღსანიშნავია, რომ სოფლების ელექტოფიცირებაში ჩართულია USAID-ც, რომელმაც საკუთარი ხარჯებით 4 სოფლის ელექტროფიკაცია განახორციელა.


მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved