ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ვინ ვართ ჩვენ
ენერგეტიკისა და გარემოს ეროვნული ასოციაცია წარმოადგენს არამომგებიან ეროვნულ გაერთიანებას, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს კომპანიების საქმიანობას სუფთა და ხელმისაწვდომი ენერგიის წარმოების გაზრდის მიმართულებით. ასოციაცია მოწადინებულია რათა ქართული ენერგიის წარმოებამ დაიმკვიდროს გარემოსა და კლიმატთან ჰარმონიული, განახლებადი და საიმედო ენერგიის წყაროს ადგილი, რომელიც შესაბამისობაში იქნება სახელმწიფოში გარემოს, ენერგიისა და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებებთან.

ასოციაცია  აერთიანებს საქართველოს ენერგეტიკულ სფეროში ჩართულ სუბიექტებს, რათა უზრუნველყოს მძლავრი საზოგადოებრივი საინფორმაციო კამპანია ქართულ საზოგადოებაში, საჯარო სივრცესა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის მთელ რიგ ენერგეტიკულ საკითხებთან დაკავშირებით.  წევრობის მეშვეობით,  ორგანიზაციები და კერძო პირები ჩაერთვებიან ენერგეტიკის საკითხებზე კოორდინირებულ მუშაობაში, ზეგავლენას მოახდენენ ენერგეტიკასა და გარემოსთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ აზრზე და გაცვლიან ენერგოინდუსტრიასთან დაკავშირებულ ღირებულ ინფორმაციას.

ასოციაცია  წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკული ინდუსტრიის ყველა ძირითად მონაწილეს, დიდი კომპანიებისა და ენერგეტიკის სხვადსხვა ექსპერტების ჩათვლით. ჩვენი წევრები წარმოადგენენ როგორც სახელმწიფო, ასევე ინვესტორის მფლობელობაში მყოფ კომპანიებს, დამოუკიდებელ ენერგო მწარმოებლებს, მენაშენეებს, მეწარმეებს, გარემოსა და საინჟინრო კონსულტანტებს, ადვოკატებს, საჯარო პოლიტიკისა და საგანმანათლებლო სფეროს პროფესიონალებს.

ასოციაციის წევრები ჩართულნი არიან საქართველოს ენერგეტიკული ინდუსტრიის სხვადასხვა პროექტში. ისინი ფლობენ და ამუშავებენ განახლებად რესურსებზე მომუშავე გენერაციის ელექტროსადგურებს. ასოციაციის წევრებს წარმოადგენენ გარემოს დაცვითი ორგანიზაციებიც.

;
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved