ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
გიორგი ჩიქოვანი: წყაროების დივერსიფიკაცია საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას უზრუნველყოფს
„საქართველოში ჰიდროენერგეტიკა არის წამყვანი. მზის და ქარის ენერგიის ერთობლიობა დააბალანსებს ჩვენს მოხმარებას. მეტი დივერსიფიკაცია კი მოგვცემს ენერგოუსაფრთხოებას“- ეს განცხადება საქართველოს „ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა“გიორგი ჩიქოვანმა „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ გააკეთა.

გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოს ენერგობაზარი ინვესტორებისთვის მიმზიდველი იქნება:  
„ყველა დონორი, სპეციალისტი და კონსულტანტი ერთხმად აღიარებს, რომ ჩვენი მოხმარება 2030 წლისთვის დაახლოებით 24 მილიარდი კვტ.სთ იქნება. როცა ამას უყურებს ინვესტორი ხედავს, რომ აქ იარსებებს საინტერესო პროექტები ბიზნესისთვის. ენერგო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ალტერნატიული რესურსით“, - განაცხადა ჩიქოვანმა.  

მისი თქმით, როცა ადგილობრივი ან უცხოელი ინვესტორები აფასებენ საქართველოს ენერგეტიკის სექტორს პირველ რიგში უყურებენ მოხმარებას:
„არავის არ სურს ააშენოს გენერაციის ობიექტი თუ არ სჭირდება ბაზარს და ამაზე მოთხოვნა არ არის. დინამიკა აჩვენებს, რომ ჩვენთან ელექტროენერგიის მოხმარება და იმპორტი იზრდება. ადგილობრივი რესურსით ვერ ვაკმაყოფილებთ ჩვენს მოხმარებას. მომავალში დაგეგმილია კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ზრდა მოხმარების“.  

დღეს საქართველს მოხმარება შეადგენს დაახლოებით 13 მილიარდ კვტ.სთ-ს. როცა 1990 წელს მოხმარება 19 მილიარდ კვტ.სთ-ს შეადგენდა.

ჩიქოვანის განცხადებით, ბაზრის ენეგოუსაფრთხოებას ასევე ხელს შეუწყობს მიმდინარე რეფორმა, რომელის მთავარია მიზანია ელექტროენერგიის ქსელური ბიზნესი გაიმიჯნოს ყიდვა-გაყიდვისგან:
„ქსელური ბიზნესი დარჩება მონოპოლიურ ბიზნესად, ხოლო მომხმარებელს ექნება ამ ქსელზე სხვა მომწოდებლის არჩევის უფლება. ბაზარზე გაჩნდებიან მომწოდებლები, ტრეიდერები ვინც ალტერნატიულ ფასებს შესთავაზებენ მომხმარებელს და მათ შორის გაჩნდება კონკურენცია. ამ ქსელზე დაშვებას ვერ შეზღუდავს „თელასი“. იგივე ქსელში გაატარებს სხვა მომწოდებელს და გამოართმევს გატარების საფასურს,“- განაცხადა ჩიქოვანმა.  

მისი თქმით, ეს კომფორტს უქმნის ისეთ ინვესტორებს, რომლებსაც აქვთ საქმიანობის გამოცდილება აშშ-ის და ევროპის ენერგობაზარზე.

„ის წესები რომელი ინერგება დღეს საქართველოში გულისხმობს ბაზრის ლიბერალიზაციას, კონკურენციას და მიმწოდებლის არჩევის თავისუფლებას, ეს ყველაფერი არის ყველაზე საუკეთესო მოდელი მსოფლიოში. ეს მოდელი არის მოსახერხებელი როგორც მომხმარებლისთვის ისე ინვესტორისთვის,“- განაცხადა ჩიქოვანმა.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved