ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ელექტროენერგიის ექსპორტი ბოლო 4 წელია, პერმანენტულად მცირდება
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, იანვარ-ოქტომბერში ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობამ 450 მილიონი კვტსაათი შეადგინა. 2012 წელს მთლიანი ექსპორტი 528 მილიონი კვტსაათით განისაზღვრა, რაც 57%-ით ნაკლებია 2011 წელთან შედარებით (930,6 მილიონი კვტსაათი). 2010 წელს კი ექსპორტის სარეკორდო მაჩვენებელი - 1 მილიარდ 524,4 მილიონი კვტსაათით - დაფიქსირდა. 

რაც შეეხება იმპორტს, მისი მოცულობა, წელს იანვარ-ოქტომბერში მხოლოდ 281 მილიონი კვტსაათით განისაზღვრა. თუმცა, ბოლო ოთხი წელია, მისი მოცულობა გამუდმებით იზრდება. 2010 წლიდან ელექტროენერგიის იმპორტმა 222,1 მილიონი კვტსაათი, 2011 წელს - 471 მილიონი კვტსაათი, ხოლო 2012 წელს 614,6 მილიონი კვტსაათი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 23,4%-ით მეტია. 


მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved