ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
კახა კალაძემ "ბახვი ჰესი 3" გახსნა
ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, კომპანია "სილქ როუდ ჯგუფის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი რამიშვილმა და "კუსტო ჯგუფის" დამფუძნებელმა ერკინ ტატიშევმა ოზურგეთის რაიონის სოფელ მთისპირში ახალი ჰიდროელექტროსადგური "ბახვი ჰესი 3" გახსნეს.
ენრგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, "ბახვი 3 ჰესი" წარმოადგენს საერთაშორისო ჰოლდინგების - "კუსტო ჯგუფის" და "სილქ როუდ ჯგუფის" პილოტ – პროექტს, რომელიც განხორციელდა შპს "ბახვი ჰაიდრო პაუერ"-ის მიერ. 

"ბახვი 3 ჰესის" მშენებლობა 2011 წლის დეკემბერში დაიწყო. პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა "კუსტო ჯგუფის" და "სილქ როუდ ჯგუფის" მიერ ერთობლივად მოზიდული ინვესტიციებით, რომლის ოდენობამ 13,5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ჰესის ფინანსირება "საქართველოს ბანკმა" განახორციელა. 

ჰესის დადგმული სიმძლავრე 9,8 მგვტ–ს შეადგენს, წლიური გამომუშავება 38 მილიონ კვ/სთ-ს. ზამთრის თვეების გამომუშავება მთლიანად საშინაო ბაზარს მოხმარდება, ხოლო დანარჩენი მოცულობა ექსპორტირებული იქნება თურქეთის რესპუბლიკაში. 
"ბახვი 3 ჰესში" ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. ჰესის მართვას და ოპერირებას 25 ადამიანი უზრუნველყოფს. 

https://www.youtube.com/watch?v=74sP0JDA5zw


მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved