ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ფარავანჰესის მშენებელი კომპანია „მწვანე ალტერნატივას“ პასუხობს: სოფლების დატბორვა გამორიცხულია
თურქული ,,ანადოლუ ჯგუფის’’ ქართული შვილობილი კომპანია ფარავანჰესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მწვანე ალტერნატივას’’ განცხადებას  ,,კომერსანტთან’’ ეხმაურება. ,,მწვანე ალტერნატივაში’’ აცხადებენ, რომ ჰესის მშენებლობა გარემოზე უარყოფით გავლენას იქონიებს. თუმცა, ,,ჯორჯია ურბან ენერჯის’’ გენერალური დირექტორი ,არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიციას არ იზიარებს და აცხადებს, რომ პროექტი არავითარ ზეგავლენას არ იქონიებს გარემოზე და სოფლების დატბორვის ალბათობაც გამორიცხულია. 
 
ნოდარ კურტანიძის განცხადებით, პროექტი დასკვნით ეტაპზეა და 85 მეგავატ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური მუშაობას მომავალი წლის ზაფხულიდან დაიწყებს. მისივე თქმით, პროექტის ღირებულება 175 მილიონი დოლარია. ზამთრის პერიოდში გამომუშავებული ენერგია საქართველოს ელექტროსისტემაში დარჩება, ხოლო ზაფხულის პერიოდში მისი ექსპორტზე გატანა იგეგმება. 


მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved