ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
12-წლიანი უშუქობის შემდეგ, თიანეთის რაიონის სოფელ გრძელველს ელექტროენერგია მიეწოდება
12-წლიანი უშუქობის შემდეგ თიანეთის რაიონის სოფელ გრძელველს ელექტროენერგია მიეწოდება. "ენერგო-პროს" ინფორმაციით, კომპანიამ დაასრულა ელექტროქსელის მოწყობის სამუშაოები, რომლებიც თვეზე მეტხანს გრძელდებოდა. სოფლების ელექტროფიკაციის პროექტი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ძალისხმევით ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო სამუშაოების უშუალო შემსრულებელია სს "ენერგო–პრო ჯორჯია".

გრძელველში განხორციელებული სამუშაოები "ენერგო–პრო ჯორჯიას" წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ დაათვალიერა.

დენი უკვე მიეწოდა კიდევ 4 სოფელს, რომლებიც ასევე წლების განმავლობაში არ მარაგდებოდნენ ელექტროენერგიით. კერძოდ, ელექტროენერგიის ქსელი შეყვანილია ქარელის რაიონის სოფელ ლეთეთში (16 აბონენტი), ხაშურის რაიონის სოფელ ღართაში (31 აბონენტი), მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისსა (19 აბონენტი) და ახალციხის რაიონის სოფელ უტყისუბანში (14 აბონენტი). 2013 წლის ბოლომდე დასრულდება კიდევ 3 სოფლის ელექტროფიკაცია. ელექტროენერგიის გარეშე არსებული სოფლების ელექტროფიკაციის პროექტი გაგრძელდება 2014-2015 წლებში და ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით მოხდება ელექტროენერგიის გარეშე არსებული 27 სოფლის ენერგო მომარაგება. 


მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved