ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა 25 მილიონი ევრო დაჯდება
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს მთავრობას ჯვარი-ხორგას მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობაზე 25 მილიონ ევროს გამოუყოფს.
პროექტის მიხედვით, დაახლოებით 8 კმ სიგრძის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი მიუერთდება 500 კვ-იან ხაზ “კავკასიონს”, ხოლო 60 კმ სიგრძის 220 კვ-იანი ხაზი კი ჯვარს ხორგამდე დააკავშირებს, გათვალისწინებულია ახალი 500/220 კვ-იანი ქვესადგურის მშენებლობაც. პროექტი 2016 წელის ბოლოს უნდა დასრულდეს.

ევრობანკისგან დაფინანსების მიღებაზე ხელშეკრულების ტექსტი მთავრობამ უკვე მოამზადა და რატიფიცირებისთვის პარლამენტს გადასცა.

სესხის დაფარვის ვადა 2017 წლიდან იწყება და 2028 წელს დასრულდება. საპროცენტო განაკვეთი კი 1%-ია.


მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved