ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
სემეკის წევრებს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი დანიშნავს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრებს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი დაამტკიცებს.
ამასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მარეგულირებელ ორგანოებთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში უკვე აისახა. შესაბამისი ცვლილებები შედის პარლამენტის რეგლამენტშიც. 

აქამდე კანონით ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიასა და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წევრების არჩევა სხვადასხვა წესით ხდებოდა. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის შემთხვევაში, კომისიის წევრობის კანდიდატებს პრეზიდენტი წარადგენს და პარლამენტი ამტკიცებს, ხოლო სემეკის შემთხვევაში მის წევრებს პრეზიდენტი თავად ნიშნავდა. ახლა ორივეგან კომისიის წევრობის კანდიდატებს პრეზიდენტი წარადგენს და პარლამენტი დაამტკიცებს.

გარდა ამისა, შეიცვალა მარეგულირებელ ორგანოებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველთან დაკავშირებული საკითხები. საზოგადოებრივი
დამცველის არჩევას და დანიშვნას პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ახორციელებს. კომიტეტის ხელმძღვანელ ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, გამოცხადებული იყო კონკურსი, მაგრამ საზოგადოებრივი დამცველის შერჩევა ვერ მოხერხდა, რადგან შეუფერებელი კონტიგენტი იყო წარმოდგენილი. 

"აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საზოგადოებრივ დამცველს უკეთესი პირობები შეექმნას და ეს ინსტიტუტი გაძლიერდეს. კანონში განხორცილებული ცვლილებებით, საზოგადოებრივი დამცველისთვის უნდა განისაზღვროს მეტი ანაზღაურება, რათა მეტი დაინტერესება ჰქონდეს და უნდა ჰყავდეს თანაშემწეები, რომლებიც რეგიონებს დაფარავენ", – განმარტავს ზურაბ ტყემალაძე.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved