ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
საქართველოს მასშტაბით 15 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს
ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 15 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს.

ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების მიზნით მემორანდუმი 26 ჰესზე გაფორმდა, რომელთა დადგმული სიმძლავრე 545 მეგავატია, ხოლო მთლიანი საინვესტიციო ღირებულება - 850 მილიონი დოლარი.

როგორც კახი კალაძემ განმარტა, წლის ბოლომდე დასრულდება 4 ჰესის მშენებლობა, რომელთა ჯამური სიმძლავრე 46 მეგავატია, წლიური გამომუშავება - 250 მილიონი კვტ/საათი, ხოლო საინვესტიციო ღირებულება - 45 მილიონი დოლარი.

"ენერგეტიკული განვითარების ფონდთან ერთად სამინისტრომ დაიწყო ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა, პირველ ეტაპზე - 20 მეგავატის, ხოლო შემდეგ 300 მეგავატის განვითარების პერსპექტივით. გორის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დაიდგა ქარის სიმძლავრის გასაზომი აპარატურა. ქარის ელექტროსადგური "ქართლი" პირველი საპილოტე პროექტია, რომელსაც სახელმწიფო საკუთარი სახსრებით ააშენებს. პროექტის საივესტიციო ღირებულება 30 მილიონი დოლარია", - განაცხადა კალაძემ.

მინისტრის ინფორმაციით, საპარტნიორო ფონდმა და ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გარდაბანში 230 მეგავატი სიმძლავრის თბოსადგურის მშენებლობა დაიწყეს, რომელიც 2015 წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის ღირებულება 220 მილიონი დოლარია.


წყარო: http://bpn.ge/ekonomika/2135-saqarthvelos-masshtabith-15-hidroeleqtrosadguris-mshenebloba-mimdinareobs.html?lang=ka-GE

მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved