ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
განახლებადი წყაროებიდან ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის აუქციონი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცხადებს სიმძლავრის აუქციონს „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის  სქემის დამტკიცებისა და აუქციონის წესების შემუშავების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის N556 დადგენილების შესაბამისად, შემდეგ კატეგორიებად:

  • ჰიდროელექტროსადგურები (მოდინებაზე) - 150 მგვტ;
  • ქარის ელექტროსადგურები - 70 მგვტ;
  • მზის ელექტროსადგურები - 70 მგვტ;    
  • სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები - 10 მგვტ.

სიმძლავრის აუქციონის მიმდინარეობს მისი გამოცხადებიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში. დაინტერესებული პირები უფლებამოსილი არიან, უზრუნველყონ სიმძლავრის აუქციონის კომისიისთვის „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის  სქემის დამტკიცებისა და აუქციონის წესების შემუშავების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის N556 დადგენილებისა და აუქციონის წესით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენა აუქციონის გამოცხადების 40 - ე დღიდან 45 - ე დღის ჩათვლით.

დაინტერესებულმა პირმა სიმძლავრის აუქციონის კომისიას უნდა წარუდგინოს სიმძლავრის აუქციონის განაცხადი დახურულ კონვერტში თანდართულ დოკუმენტაციასა და განაცხადის უზრუნველყოფის საბანკო გარანტიასთან ერთად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ზ. გამსახურდიას სანაპირო N1;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაინტერესებული პირი უფლებამოსილია დაუკავშირდეს სიმძლავრის აუქციონის კომისიის მდივანს - მარიამ მძევაშვილი;

mmdzevashvili@moesd.gov.ge;    ტელ: (032)2 99 78 32;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ასევე აქვეყნებს სამინისტროში 1 თებერვლის მდგომარეობით მიმდინარე ენერგეტიკული პროექტების სიას, უკვე დაკავებული ნიშნულების/კოორდინატების მითითებით.

 

მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved