ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ენგურის ჰიდროლოგიური ინიციატივა (EHI)
საქართველო ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყანაა. მათ შორის წყალის რესურსი ერთ ერთი მნიშვნელოვანი რესურსია  და ის გამორჩეულად  დიდ როლს ასრულებს; სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წყლის რესურსი, როგორც სასმელი, სანიტარული , სოფლის მეურნეობაში სავარგულების მორწყვის უზრუნველყოფისათვის, სამრეწველო გამოყენების,  და, რა თქმა უნდა,როგორც ჰიდროენერგეტიკული რესურსი ენერგიის  წარმოებისთვის. ერთის მხრივ, კავკასიონის  მთები განთქმულია თავისი უზლამაზესი ლანდშაფტით, უამრავი მთის მდინარეებით და  ეს ეკოსისტემმა ბუნებრივად წარმოადგენს არა მარტო  ბუნებრივ  ძეგლს არამედ წარმოადგენს ადგილობრივი მაცხოვრებლების საარსებო გარემოს და მნიშვნელოვნადაც განსაზღვრავს მათ თვითმყოფადობასაც. მეორეს მხრივ, აღნიშნული სამხრეთ კავკასიონი ფერდობები ბუნებრივად  წარმოშობს , ისეთ მაღალი რისკის საფრთხეებს, როგორიცაა წყალდიდობები, მეწყერები, კლდეების ჩამოშლის, ეროზიული პროცესები, მყინვარების დეგრადაცია, აუცილებელია ამ პროცესების მუდმივი მონიტორინგი და რისკების მართვა. კავკასიონის ფერდობები  ასევე წარმოადგენენ შესანიშნავ ადგილს ჰიდროელექტროსადგურების მოსაწყობად, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია უხვი ნალექისა და ცვალებადი რელიეფის მიერ შექმნილი ჰიდრო ენერგიისპოტენციალის  გამოყენება.

წყლის რესურსების სწორად მართვისა და გამოყენების თვალსაზრისით, მდინარე ენგურს  და მის ჰიდროპოტენციალს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს  მომავალი მდგრადი განვითარებისთვის.

ენგურის ჰიდროლოგიური ინიციატივის (EHI) იდეა დაიბადა ქვეყანაში წყლის რესურსების ოპტიმალურად მართვისა გასაუმჯობესებლად. მისი მიზანია ისეთი პლატფორმის შექმნა  მდ. ენგურის აუზში არსებული ჰიდროელექტროსადგურების ოპერატორებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჰიდროლოგიურ მონაცემებზე   ინფორმაციის გაცვლის და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის დანერგვვისათვის, ჰიდრო-მეტეოროლოგიური მონაცემების გამოყენებისა და ჰიდროლოგიური მოდელირებისათვის. 

აღნიშნულ პროექტს მართავს  სააქციო საზოგადოება საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი (GEDF), რომლის აქციების 100% სახელმწიფო საკუთრებაშია და იმართება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ. GEDF-თან ერთად პროექტში ჩართულია კიდევ რამდენიმე ცნობილი დაინტერესებული მხარე. ესენია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, საქართველოს ენერგო ბირჟა, საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი, შპს ენგურჰესი, გარემოს ეროვნული სააგენტო და ევროპის საინვესტიციო ბანკი. გარდა ამისა, მისასალმებელია აღნისნულ პროექტსი კერძო და საჯარო სუბიექტების  აქტიური ჩართულობა.

ენგურის ჰიდროლოგიური  ინიციატივა არის ორწლიანი პროექტი და მას აფინანსებს ავსტრიის მთავრობა (Drive Fund), როგორც არაანაზღაურებადი დახმარება (გრანტი) საქართველოსთვის, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD). პროექტი წარმოადგენს ჩვენი ევროპელი დონორების კიდევ ერთ უაღრესად მნიშვნელოვან დახმარებას ჩვენი ქვეყანის აღმშენებლობაში.

ენგურის ჰიდროლოგიური ინიციატივა მიზნად ისახავს გააძლიეროს თანამშრომლობა მდინარე ენგურის აუზის ძირითად ორგანიზაციებს შორის და გაამარტივოს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობები. ამ მიზნების მისაღწევად პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვნად იქნება  გაზრდილი რეალური, მაღალი სანდოობის, ჰიდროლოგიური, მეტეოროლოგიური მონაცემების მოპოვების შესაძლებლობები და გამოვლინოს  ამ მონაცემთა მიღების საიმედო საშუალებები და   დასახოს მათი  სანდოობის მუდმივი  გაუმჯობესების გზები; შემუშავდება მდინარე ენგურის ჰიდროლოგიური მოდელები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ისეთი გამოწვევების მოგვარებას, როგორიცაა  ენერგეტიკული  უსაფრთხოება, კლიმატის ცვლილება,  გრძელვადიანი დაგეგმვა, საიმედო საპროექტო პარამეტრების გამოყენება; ხელი შეეწყობა დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობას, მონაცემთა გაზიარებისა და მოდელის მუდმივი, დაზუსტების- კალიბრების გზით , რასაც ხელს შეუწყობს გამზომი  ოპერატიული სისტემების ქსელის მუდმივი განვითარება,  შექმნა. შექმნილი მოდელები მიცემენ საშუალებას  ადგილობრივ ექსპერტებს დამოუკიდებლად მოაგვარონ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ჰიდროლოგიური პროგნოზირება, ჰიდრო ენერგიის  წარმოების  მაღალი სიზუსტის პროგნოზირება,ენერგიის გენერაციის დაგეგმვა, ოპტიმიზაცია და უზრუნველყონ სამუშაოს ჰიდროლოგიურ, მეტეოლოგიურ პარამეტრებზე მონიტორინგის  უწყვეტობა. გრძელვადიანი დაგეგმვისა, ცოდნისა და მონიტორინგის  ინსტრუმენტების ადგილობრივ ორგანიზაციებზე გადაცემის გზით, პროექტის განმავლობაში მიღებული გამოცდილება ბუნებრივია გაგრძელდება მისი დასრულების შემდეგაც. შექმნილი მოდელები უმნიშვნელოვანესია, ჰიდროსადგურების ოპერატიული პერსონალისათვის, ახალი ჰესების პროექტირებისათვის,სახელმწიფო ელექტროოსისტემისათვის რეჟიმების დაგეგმვისათვის და სიმძლავრეების გამოყენების ოპტიმიზაციისათვის და ა.შ.შ

ენგურის ჰიდროლოგიური ინიციატივის პროექტს ახორციელებს საერთაშორისო ექსპერტთა გუნდი, რომელიც შედგება ეროვნული და საერთაშორისო სპეციალისტების კონსორციუმისაგან. გუნდის ლიდერია შპს „გრუნერი შტუკი“, რომელიც სპეციალიზებულია ჰიდროენერგეტიკის სფეროში და საქართველოში  ორ ათწლეულზე მეტია საქმიანობს. ასევე, გუნდის სხვა ცნობილი წევრები არიან: შვედეთის მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური ინსტიტუტი (SMHI)-ი, რომელიც ცნობილია ჰიდროლოგიაში, მეტეოროლოგიასა და კლიმატის ცვლილებაში გამოჩენილი საქმიანობით, ასევე სდ სტრატეგიები (SD Strategies), გერმანული ინოვაციური კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია მდგრად განვითარებაში, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მოქმედებებში. პროექტის განხორციელებაში აქტიურად არიან ჩართულები ენერგეტიკის, ჰიდროლოგიის და კლიმატოლოგიის დარგის  ადგილობრივი ექსპერტები. 

მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved