ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
MASDAR-ი საქართველოში მზის ელექტროსადგურს ააშენებს
ლევან დავითაშვილმა არაბულ კომპანია MASDAR-ის დელეგაციასთან საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის პროექტები განიხილა
 
საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა და ABU DHABI FUTURE ENERGY COMPANY PJSC – MASDAR შორის გასული წლის ბოლოს ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოში 100 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის (solar PV project) პროექტის ერთობლივ განვითარების თაობაზე. 

შეთანხმების თანახმად, მხარეებმა, მზის ელექტროსადგურის პროექტის შემდგომ განვითარების მიზნით, უნდა განახორციელონ ქმედებები ტექნიკური, კომერციული და ფინანსური მიმართულებებით. 

"მასდარი" არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგ „მუბადალას“ ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. იგი, განახლებადი ენერგიისა და მდგრადი ურბანული განვითარების მიმართულებით, გლობალურ ლიდერს წარმოადგენს, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე განახლებადი ენერგიის პროექტებს ანვითარებს.

MASDAR-ის დელეგაციასთან შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved