ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრირების შესაძლებლობა საქართველოს გადამცემ ქსელში
ბოლო წლებში განსაკუთრებულად გაიზარდა საქართველოში ქარისა და მზის ელექტროსადგურების მშენებლობისადმი ინტერესი. აქედან გამომდინარე, საქართველოს გადამცემი სისტემის ოპერატორმა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ევროპელი კონსულტანტების DigSILENT, DMCC, R2B კონსორციუმის დახმარებით შეისწავლა ცვალებადი განახლებადი ენერგიის წყაროების საქართველოს ენერგოსისტემაში ინტეგრირების შესაძლებლობები. კვლევის შედეგები ასეთია:
  • 2020-2021 წლამდე (საბალანსო მექანიზმების ამუშავების შემდეგ) საქართველოს ენერგოსისტემაში შესაძლებელია 333 მგვტ ქარის და 130 მგვტ მზის სადგურების ინტეგრირება (პოტენციალის 25%);

  • 2025 წლისთვის საპროგნოზოდ, გარკვეული დაშვებების, შეზღუდვების და მოთხოვნების გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება 665 მგვტ ქარის და 260 მგვტ მზის სადგურების ინტეგრირება (პოტენციალის 50%);

  • 2030 წელს საპროგნოზოდ 1332 მგვტ ქარის და 520 მგვტ მზის სადგურების ინტეგრირება (პოტენციალის 100%).

მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved