ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
საერთაშორისო კონფერენცია „Hydrotech 2017”
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ თორნიკე რიჟვაძემ ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია „Hydrotech 2017” გახსნა.  კონფერენცია Green World Conferences-ის ეგიდით და ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.  კონფერენციაში მონაწილეობენ საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანიები და ფინანსური ინსტიტუტები. კონფერენციის მიზანია საქართველოს ენერგოსექტორში მიმდინარე პროცესებისა და საინვესტიციო კლიმატის გაცნობა უცხოური კომპანიებისათვის.

,,ჰიდროენერგეტიკის განვითარება სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებთან ერთად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველო მდიდარია ჰიდრო და სხვა განახლებადი ენერგიების რესურსებით. ჩვენი მთავარი მიზანია, ადგილობრივი რესურსების  მაქსიმალური გამოყენება და ათვისება, პროექტების ეკონომიკური სარგებლიანობისა და გარემოზე ზემოქმედების გათვალისწინებით. სამინისტრო ხელს უწყობს ჰიდრო, თბო, მზის და ქარის ელექტროსადგურების პროექტების განვითარებას, პარალელურად მუშაობს მდგრადი განვითარების სტრატეგიულ გეგმაზე, საიმედო და ეფექტურ გადამცემ სისტემაზე, რომელიც უზრუნველყოფს ქსელის უსაფრთხოებას რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანზიტო როლის გაზრდას. ამავდროულად ჩვენი ძირითადი მიმართულებაა ენერგეტიკული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთნ“-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

საერთაშორისო კონფერენცია „Hydrotech 2017” 26 ოქტომბერს დასრულდება.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved