ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე ტურისტული ზონა მოეწყობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე პროექტის- „ენგურჰესი - მსოფლიო დონის ატრაქცია“ პრეზენტაციას დაესწრნენ.

საქართველოს მთავრობის  დადგენილებით, 2015 წელს ენგურის თაღოვან კაშხალს ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ენგურის კაშხლის მიმდებარედ მოეწყობა ტურისტულად მიმზიდველი კულტურული საიტი - მუზეუმითა  და ვიზიტორთა ცენტრით.

  შპს „ენგურის  განვითარების ცენტრის“ მიერ უკვე  ჩატარდა  ბაზრის კველვა  ენგურის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განვითარებისა და ტურისტული ღირშესანიშნაობების მოწყობის დეტალური საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სავარაუდო ღირებულების დასადგენად.  ჩატარდა ტენდერი   პროექტირების  სამუშაოების შესყიდვაზე, რომლის ღირებულება  2 მლნ ლარს შეადგენს. პროექტირების 1  წლიანი ეტაპის შემდეგ, რომელიც 2018 წელს უნდა  დასრულდეს,  საკონკურსო შერჩევის გზით,  ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ტერიტორიაზე დაიწება  სამშენებლო სამუშაოები. პროექტის სრულად განხორციელების ვადა  5 წელიწადს მოიცავს.   პროექტის ფარგლებში მოეწყობა სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრი,ექსტრემალური კომპონენტების შემცველი ატრაქციები, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ლიფტი კაშხალზე (280 მ),  რეგიონში ყველაზე გრძელი ე.წ „ზიპ ლაინი“, ღია საკონცერტო სივრცე,სარეკრეაციო-გასართობი ზონები ,სანაოსნო ინფრასტრუქტურა, გადასახედი მოედნები და ვიზიტორთა შემეცნებითი სივრცე. ენგურჰესი ქვეყნის პირველი ინდუსტრიული ძეგლი იქნება, სადაც სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე და ვიზიტორთათვის ენგურზე გადასახედი პლატფორმები მოეწყობა.

ტურისტული ზონის სამშენებლო-ინფრასტრუქტურული მოწყობის  პროცესის მიმდინარეობისას ადგილზე  მუდმივად იქნება დასაქმებული  200-მდე ადამიანი.  წინასწარი გათვლებით, ენგურის  ტურისტული ზონა რეგიონიში ყველაზე შემოსავლიანი  ტურისტული ობიექტი იქნება, რომელიც წელიწადში სავარაუდოდ  400 ათასამდე ტურისტს მოემსახურება.

 ,,ეს კონკრეტული პროექტი, რომელიც გაალამაზებს და შესძენს დამატებით ეკონომიკურ ფუნქციას ენგურჰესს, არის უმნიშვნელოვანესი. ამ პროექტმა უნდა შეიტანოს ასევე გარდატეხა ჩვენს მენტალობაში. ჩვენ უნდა დავაფასოთ ჩვენი წინაპრების შრომა და ასევე უნდა შევუქმნათ ჩვენს მომავალს მყარი საფუძველი, რაზეც ისინი დააფუძნებენ თავიანთ კეთილდღეობას.

მინდა მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ პრემიერ-მინისტრს, კულტურის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და ბატონ კახა კალაძეს, რომლის მინისტრობის პერიოდშიც დაიწყო ეს პროექტი. სულ მალე ჩვენ ვიხილავთ განახლებულ, აღორძინებულ და გალამაზებულ ენგურჰესს, რომელიც იქნება დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული ატრაქცია და მინდა წარმატება ვუსურვო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ უნიკალურ პროექტის განხორციელებაში იღებს მონაწილეობას“ -განაცხადა ილია ელოშვილმა. 

ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური უნიკალური ტექნიკური და საინჟინრო ნაგებობების ურთულესი კომპლექსია, რომელიც დაბა ჯვრიდან შავ ზღვამდე, ათასამდე კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. ჰიდროელექტროსადგურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია კაშხალი, რომლის საერთო სიმაღლე 271.5 მეტრი, ხოლო განივი სიგძე- 728 მეტრია.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved