ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
საქართველომ ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის 26-ე შეხვედრას უმასპინძლა
3-4 დეკემბერს, თბილისმა,  ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის 26-ე  შეხვედრას, ენრეგტიკული ქარტიის  კონფერენციის თავმჯდომარის ,  ვიცე-პრემიერის/ენერგეტიკის მინისტრის   კახა კალაძის   მოწვევითა და  საქართველოს თავმჯდომარეობით უმასპინძლა.

ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის 26-ე  შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის დიმიტრი  ქუმსიშვილი.

კონფერენციაზე განიხილეს რეგიონში ელექტროენერგიის ტრანზიტისა და ტრანს-სასაზღვრო ვაჭრობის საკითხები, სატრანზიტო ინფრასტრუქტურა და ინვესტიციების მიმართულებით ენერგეტიკული ქარტიის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავება  და სამომავლო პერსპექტივები.  

ეს პროცესი ხელს უწყობს საქართველოს საერთაშორისო ენერგოპოლიტიკაში ჩართულობის გაზრდას, სატრანზიტო ინფრასტრუქტურისა და განახლებადი ენერგიების მიმართულებით ინვესიტიცების მოზიდვას.

3 დეკემბერს,  კონფერენცია დახურულ  ფორმარტში გაიმართა და მას    მხოლოდ ენერგეტიკული ქარტიის დელეგატები დაესწრნენ,   ხოლო   4დეკემბრის ენერგეტიკული ქარტიის  მინისტერიალს ქარტიის დელეგატებთან ერთად, საქართველოს მთავრობის წევრები,  საერთაშორისო ორგანიზაციები და   ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენციის პირველი ნახევრის განმავლობაში განიხილეს    მომავალი წლის აქტივობები და პრიორიტეტები. ასევე, განხილულ იქნა, შიდა ოპერაციული რეჟიმი. მეორე ნახევრში, რომელიც ღია იყო დამკვირვებლებისათვის, კონფერენციაზე ანგარიში გაკეთდა 2015 წლის  აქტივობებზე,  ენერგეტიკული ქარტიის გენერალური მდივნის   ურბან რუსნაკის მომავალი თვალთახედვისა და    სამუშაო ჯგუფების პერსეპქტივების მიხედვით.
ამასთან, ევროპის კომისიამ წარადგინა საქმიანობის ანგარიში ენერგეტიკის პოლიტიკაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის  ქვეყნებსა და ცენტრალურ აზიაში. 

მინისტერიალზე,   “რეგიონალური თანამშრომლობის ხელშეწყობა ენერგიის ტრანს-სასაზღვრო ვაჭრობის გზით“  სესიის ფარგლებში, სხვადასხვა  ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრებმა, ენერგეტიკული ქარტიის დელეგაციის ხელმძღვანელებმა,  ენერგეტიკული ქარტიისა, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ენერგეტიკის ინდუსტრიის  წარმომადგენლებთან ერთად  ისაუბრეს:   თუ  როგორ მოემზადონ გლობალური ფორუმის იმ საკითხების დისკუსიისათვის, რომლებიც დაკავშირებულია ელექტროენერგიით ტრანს-სასაზღვრო  ვაჭრობის მიმართულებით  რეგიონალური თანამშრონლობის ხელშეწყობასთან,  ელექტროენერგიის ბაზრის ინტეგრაციასთან და  ინვესტირების შესაძლებლობებბთან    სუფთა და მდგრად ენრგეტიკაში.

ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის 26-ე  შეხვედრაზე   განხილული თემები:
-    რეგიონალური თანამშრომლობის უპირატესობების შემდგომი ხელშეწყობა ენრეგტიკული ქარტიის ჩარჩოების მიხედვით.
-    ელექტროენერგიის რეგიონალური ბაზრის შექმნის სტიმულირების საჭიროება, შიდაკავშირები და ელექტროენერგიით ვაჭრობა, როგორც  ენერგეტიკის დაცულობის განმამტკიცებელი და სანდო და ხელმისაწვდომ ელექტროენერგიაზე  ხელმისაწვდომობის საშუალება.
-    მრავალმხრივი ლეგალური სტრუქტურის საჭიროება ენერგო მატარებლების ტრანსპოტირების, ტრანზიტისა და ვაჭრობის  ხელშესაწყობად.
-    რეგიონალური თანამშრომლობის უპირატესობები  ენერგიის განახლებადი  წყაროების უკეთესი ინტეგრაციისათვის.
-    ინვესტიციების გაუმჯობესება და ზრდა  ენერგიის განახლებად წყაროებსა და ენერგო ეფექტურობაში.
მას შემდეგ, რაც 2014 წელს ყაზახეთის  თავმჯდომარეობით  წარმატებული კონფერენცია ჩატარდა, მიმდინარე წლის პირველ იანვარს, საქართველომ აიღო თავმჯდომარეობის პასუხისმგებლობა.

2016 წლის 1-ლი იანვრიდან,  საქართველოს შემდეგ,  ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის თავმჯდომარეობაზე იაპონია იღებს პასუხისმგებლობას.
ამჟამად, ევროპის ენერგეტიკული ქარტია ევროპისა და აზიის 50-ზე მეტ სახელმწიფოს აერთიანებს. 1995 წლიდან, საქართველო ევროპის ენერგეტიკული ქარტიის წევრია.  მის მიზანს წარმოადგენს ენერგეტიკის სფეროში სამართლებრივი ურთიერთობების ჩამოყალიბება და მათი სრულყოფა, რაც მინიმუმამდე შეამცირებს ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციებთან და სატრანზიტო პოლიტიკასთან დაკავშირებულ რისკებს.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved