ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ოთხი სოფლის გაზიფიცირება დასრულდა
ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და აზერბაიჯანული კომპანიის „სოკარ ჯორჯია გაზის" გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ ანტონ სამსონიძემ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში ახლადაშენებული გაზსადენი გახსნეს.

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და კომპანიის წარმომადგენლმა სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს.
გარდა ამისა, ენერგეტიკის მინისტრმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში პატარა ჩაილური, დიდი ჩაილური და თოხლიაური ახლადაშენებული გაზსადენები დაათვალიერა და ოჯახებში გაზქურა აანთო.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა" სოფელ მანავში 39 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი ააშენა, რის შედეგადაც სოფელში მცხოვრებ 1200 ზე მეტ ოჯახს  ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა.

სოფლების პატარა ჩაილური, დიდი ჩაილური და თოხლიაური გაზიფიცირებისთვის აშენდა 45,1 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი აირის მიღების შესაძლებლობა ამ სოფლებში მცხოვრებ 1 324 ოჯახს მიეცა. დღეისათვის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ოთხივე ახლადგაზიფიცირებულ სოფელში მცხოვრები 1 190 ოჯახი უკვე უზრუნველყოფილია ბუნებრივი გაზით. 

დღეისათვის საგარეჯოს მუნიციპალიტეტში აშენებულია 226 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი და გაზიფიცირებულია 5 300 აბონენტი. ამ დროისათვის მუნიციპალიტეტში კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ 11 331 აქტიურ აბონენტს ემსახურება.

კახეთის რეგიონში 1 088 კმ გაზსადენის მშენებლობის შედეგად, 35 132 აბონენტია გაზიფიცირებული. დღეისათვის რეგიონში 62 152 აქტიური აბონენტია რეგისტრირებული.

მიმდინარე წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“ მთელი საქართველოს მასშტაბით 5 150 კმ სიგრძის გაზსადენი ააშენა და ბუნებრივი გაზით 207 989 აბონენტი უზრუნველყო.

შეგახსენებთ:  ბუნებრივი გაზის სექტორში ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ტარიფი 600 ლარიდან 400 ლარამდე  შემცირდა.
ენერეგტიკის სამინისტროსა და გაზგამანაწილებელი კომპანიების  შეთანხმებით ისევ შენარჩუნებულია ამ თანხის ეტაპობრვი გადახდის მექანიზმი და მოსახლეობას უკვე შემცირებული ტარიფის გადახდა  25 ლარიანი პორციებით, 16 თვის განმავლობაში შეეძლება.  მომსახურების ღირებულებაში შედის ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved