ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
„ნენსკრა ჰესის“ პროექტის განხორციელებას ჩაეყარა საფუძველი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინსიტრმა კახა კალაძემ, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაზემ და კორეული კომპანია K-Water-ის წარმომადგენლებმა „ნენსკრა ჰესის“ პროექტის განხორციელებას ჩაუყარეს საფუძველი.

იტალიური კომპანია Salini Impregilo ძირითადი სამუშაოების დაწყებამდე წინამოსამზადებელ სამუშაოებს იწყებს. 
წინამოსამზადებელი სამუშაოები გულისხმობს სამშენებლო მოედანთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია/მშენებლობას და სამშენებლო ტექნიკის მობილიზაციას. რაც შეეხება ძირითადი სამუშაოების დაწყებას, იგი დაგეგმილია 2016 წლიდან, თუმცა მშენებლობის ნებართვა 2015 წლის ოქტომბრის ბოლომდე გაიცემა.

280 მგვტ  დადგმული სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტს საპარტნიორო ფონდი კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე განახორციელებს. ნენკსრას  პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ.სთ იქნება. სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება.
პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარია.

საბანკო სესხის კომპონენტში მონაწილეობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (ERD), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და კორეის „ექსიმ ბანკი.“


მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved