ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
საქართველო-იტალიის პირველი ენერგეტიკული ბიზნეს ფორუმი გაიხსნა
ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ საქართველო - იტალიის პირველი ენერგეტიკული ბიზნესფორუმი გახსნა.  ფორუმზე სიტყვით გამოვიდა იტალიის ელჩი საქართველოში ფედერიკა ფავი. ფორუმს ესწრებიან თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და წევრები, ასევე გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე. 

ფორუმში მონაწილეობენ ენერგეტიკის სფეროში იტალური საკონსულტაციო კომპანია „Nomisma Energia“-ს მიერ მოწვეული იტალიური კომპანიები, რომლებიც ამ სფეროში პოტენციური ინვესტორები არიან. 

კონფერენციის მიზანია საქართველოს ენერგეტიკის სფეროში არსებული გამოწვევებისა და სამომავლო განვითარების პერსპექტივების განხილვა, ასევე პოტენციური ინვესტორების მოზიდვა, რაც დაეხმარება სექტორის განვითარებას. 

ფორუმი თიბისი ბანკის მხარდაჭერით ტარდება და მისი ორგანიზატორები არიან საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი (GEDF) და იტალიური საკონსულტაციო კომპანია „Nomisma Energia”. მხარდამჭერი - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved