ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნების ენერგეტიკული პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა
სასტუმრო „თბილისი მერიოტში“  ევროკავშირის ენერგეტიკული თანამშრომლობის პროგრამა “INOGATE”-ის  და საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად შემუშავებული ენერგეტიკული პოლიტიკის დოკუმენტის    პრეზენტაცია  გაიმართა.   დოკუმენტში დეტალურად არის მიმოხილული საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგია, არსებული მიღწევები და სამომავლო გეგმები,  ასევე  აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ენერგეტიკულ პოლიტიკა.  დოკუმენტი შემუშავებული იქნა საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს, “INOGATE”-ისა და პარტნიორი ქვეყნების ორწლიანი ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად.

ღონისძიებას ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის სამინისტრი კახა კალაძე,  საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) აღმასრულებელი დირექტორი მარია ვანდერ ჰოევენი,ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი,  პროგრამა “INOGATE”-ის სამუშაო ჯგუფების წევრები, ენერგეტიკული კომპანიების და სააგენტოების ხელმძღვანელი პირები, პროგრამა “INOGATE”-ის ექსპერტები, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.

“INOGATE”-ის თითოეული პარტნიორი ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის მიმოხილვის პროცესი 13 აპრილს ბრიუსელში დაიწყო  და  თითოეულ პარტნიორ ქვეყანაში გაგრძელდება.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved