ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
წყნეთში სს "თელამა" აბონენტთა მომსახურების ახალი ოფისი გახსნა
კომპანია „თელასმა“ დაბა  წყნეთში, ,,ვერა-ვაკეს“ ფილიალის ახალი ოფისი გახსნა.   თანამედროვე სტანდარტების ბიზნეს ცენტრის გახსნას ვიცე-პრემიერი/ენერეტიკის მინისტრი კახა კალაძე, „ინტერ- რაოს“ ცენტრალურ აზიასა და ამიერკავკასიაში აქტივების მართვის ბლოკის ხელმძღვანელი დიმიტრი ვოლკოვი და „თელასის“გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი დაესწრნენ.

,,ვერა-ვაკეს“ ფილიალის ახალი ოფისი, დაბა წყნეთში,  დავით აღმაშენებლის ქ.№4-ში   მდებარეობს და იგი წყნეთისა და ახალდაბის  6 000   აბონენტს  მოემსახურება.

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი ბიზნესცენტრების გახსნის მიზანია მომხმარებლებისათვის კომფორტული გარემოს შექმნა, როგორც ოფისების დიზაინის,  ასევე მომსახურების გაუმჯობესების თვალსაზრისით.

ბიზნესცენტრში აბონენტებს შეუძლიათ მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია ელექტრომომარაგებასთან და ელექტროენერგიის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით. ბიზნესცენტრის შენობაში განთავსებულია საექსპლუატაციო სამსახური, რომელიც ოპერატიულად ახდენს რეაგირებას ნებისმიერი სახის ტექნიკურ პრობლემაზე. აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესებისათვის ,,თელასის“ ბიზნესცენტრების მორიგე პერსონალის სამუშაო დრო 23 საათამდე  გაგრძელდა.

ამ დროისათვის დედაქალაქში 10 ბიზნესცენტრი მოქმედებს: ,,ვერა-ვაკე“, ,,საბურთალო“, ,,მთაწმინდა-კრწანისი“, ,,დიდუბე-ჩუღურეთი“, ,,გლდანი“, ,,ისანი“, ,,დიღომი“,  ,,სამგორი“, ,,ვარკეთილი“ და ,,ნაძალადევი“.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved