ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
ქ. სტამბულში, თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა  თანერ ილდიზმა და საქართველოს ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ  ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის სფეროში  გრძელვადიანი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.

შეთანხმების თანახმად, თურქული და ქართული მხარეები ეცდებიან ერთობლივად დაგეგმონ და განავითარონ ახალი გენერაციის პროექტები, საჭირო ინფრასტრუქტურა და ელექტროენერგიით ვაჭრობა. პირველად კავკასიის რეგიონში, 2016 წლის ბოლოსათვის ერთობლივად მომზადდება თურქეთ-საქართველოს შორის  დამაკავშირებელი გადამცემი ქსელის განვითარების ერთობლივი გრძელვადიანი გეგმა.  აღნიშნული   ორმხრივი საერთაშორისო  შეთანხმება ასევე მოიცვას  ჰიდროენერგეტიკის, განახლებადი ენერგიის რესურსების ათვისების, ასევე  ენერგოეფექტურობის კუთხით მუშაობის გაძლიერების აუცილებლობას.

შეთანხმების საფუძველზე თურქეთის ენერგოსისტემის ტექნიკური ოპერატორი გაუზიარებს ქართულ მხარეს თავის გამოცდილებას ევროპის ელექტროგადამცემი სისტემების ოპერატორების გაერთიანებაში (ENTSO-E)  ინტეგრაციის პროცესის წარმართვაში. აღნიშნულ ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად საქართველოს ენერგოსისტემამ  სრულად უნდა დააკმაყოფილოს როგორც ევროპული ტექნიკური სტანდარტები ასევე, ევროპული კანონმდებლობის მარეგულირებელი მოთხოვნებიც.  ევროპის ელექტროგადამცემი სისტემების ოპერატორების გაერთიანებაში საქართველოს შესაძლო გაწევრიანება ნიშნავს ევროპულ ენერგოსისტემებთან მუდმივი სინქრონული კავშირის, ავარიული ურთიერთდახმარების, ევროპის ერთიან ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე დაშვების, თავისუფალი და შეუზღუდავი ტრანზიტის, კონკურენტული გარემოს მხარდაჭერისა და ახალი ტექნოლოგიებისა თუ მოთხოვნების იმპლემენტაციის გარანტიას.

მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved