ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
გლობალური დათბობა, მითი თუ რეალობა?!

კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც შვედეთში გაიმართება, ცხარე დებატებია მოსალოდნელი. უკანასკნელი კვლევები ცხადყოფს, რომ პლანეტი ს მასშტაბით ტემპერატურის მატება შენელებულია. ბოლო 15 წელიწადის მეტეოროლოგიური დაკვირვებებით, დედამიწაზე ტემპერატურის მატება მკვეთრად შემცირდა. თუ კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ჯგუფი 2007 წლის მოხსენებაში ძალიან მძიმე და არა დამაიმედებელ პროგნოზებს აკეთებდა, უახლოეს 2013 მოხსენებაში გაცილებით ფრთხილი ფორმულირებებია გამოყენებული. ნებისმიერ შემთხვევაში ცხადია, რომ ორგანიზაციას გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით პროგნოზების გადახედვა მოუწევს.

ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით გლობალურ დათბობის შენელების მიზეზი მსოფლიო ოკეანეების მიერ ნახშირორჟანგის შთანთქმა გახდა. თუმცა საკითხზე კონსესუსი არ არსებსობს. არის მოსაზრება, რომ გლობალური დათბობის ადამიანის საქმიანობასთან დაკავშირება მეტისმეტად გადაჭარბებულია. სკეპტიკოსები აზრით, რომ გლობალური დათბობის მხოლოდ ნახშირორშანგთან დაკავშირება არც ისე სწორია და კლიმატური მოდელის მეტისმეტად გამარტივებულ მოდელს ქმნის. რაც შემდგომ, პროგნოზებში შეცდომებს იწვევს.  

კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ჯგუფის მოხსენებას მოუთმენლად ელოდება 195 სახელმწიფო. მთავრობები ითხოვენ შეძლებისდაგვარად აიხსნას, რატომ მოხდა მეცნიერების მიერ პროგნოზირებადი კლიმატის ცვლილებასა და რეალურ მგომარეობას შორის ასეთი მნიშვნელოვანი განსხვავება. თუმცა მეტეოროლოგები აღნიშნავენ, რომ კლიმატზე 15 წლის დაკვირვების მონაცემები მეტისმეტად მცირეა, მნიშვნელოვანი დასკვნების გასაკეთებლად.

კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ჯგუფის მოხსენებაში უკვე აღმოაჩინეს რამდენიმე ფაქტობრივი შეცდომა, რაც მთლიანად ეჭვის ქვეშ აყენებს ამ მოხსენების ღირებულებას. თუმცა ამ ორგანიზაციის თავჯდომარე და მოხსენების თანაავტორი რაჯენდრა პაჭაური , ამბობს, რომ ეს შეცდომები ტექნიკური ხასიათისაა და უკვე გასწორებულია. ამასთანავე იგი ბოდიშს იხდის მოხსენებაში უზუსტობების გაპარვისთვის. იგი უარყოფს ფაქტს, რომ გლობალური დათბობის ტემპები შენელდა. რაჯენდრა პაჭაურის თქმით მსოფლიო მეტეოროლოგიური სამსახურების მიერ მოპოვებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ პლანეტაზე ბოლო 10 წელიწადი ყველაზე მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება და არ უნდა შეჩერდეს გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლა.  

მომზადებულია ბბს–ს მასალებზე დაყრდნობით: http://www.bbc.co.uk/news/science-environment-24173504 , http://www.bbc.co.uk/news/science-environment-24204323

მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved