ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
მე-14-ე საერთაშორისო ენერგეტიკულ კონფერენციას "ნავთობი, გაზი, ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა" თბილისი მასპინძლობს
ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ საქართველოს ნავთობის, გაზის,  ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის (GIOGIE)  მე-14-ე   საერთაშორისო კონფერენცია გახსნა.

ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო ენერგეტიკული ორგანიზაციების, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID),  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საქართველოს ენერგეტიკული განვითარების ფონდის,  სახელმწიფო ნავთობისა და გაზის სააგენტოს, საქართველოს  ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენლები.

კონფერენციის ფარგლებში,  მონაწილეები   განიხილავენ „სამხრეთ გაზის კორიდორის“ პროექტის  განვითარებას და პერსპექტივებს. აღნიშნულ პროექტში საქართველოს სტრატეგიული სატრანზიტო პარტნიორის როლს ასრულებს. ასევე, განხილული იქნება საქართველოს ენერგო სექტორში  ინვესტირების შესაძლბელობები და  პერსპექტივები, საქართველოს ენერგეტიკული როლი რეგიონში და  ხმელეთსა და ოფშორში კვლევებისა და წარმოების პოტენციალი. 

 კახა კალაძემ ენერგეტიკულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ტრასნანატოლიის ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტზეც ისაუბრა  და აღნიშნა, რომ მოცემული დერეფანი შესაძლებლობას იძლევა, კასპიის რეგიონიდან მიწოდებული იქნას დამატებითი ენერგეტიკული რესურსები ევროპის ბაზარზე.

“დღეისთვის განხორციელებული რეგიონალური ენერგეტიკული პროექტები, რომლებიც ენერგიული უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებისკენ არიან მიმართულნი, რეგიონებს შორის ურთიერთმიმართულობის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენენ. თუმცა არსებული მკაცრი რეალობიდან გამომდინარე არსებული ენერგეტიკული წარმოსავლობის კიდევ უფრო გაღრმავება სასიცოცხლოდ აუცილებელი და მნიშვნელოვანია. ამ კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნა გადადგმული ამა წლის 17 მარტს როდესაც თურქეთში, ყარსის რეგიონში ხელი მოეწერა ტრასნანატოლიის ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობის დაწყების პროექტს. აღსანიშნავია რომ პროექტში მონაწილეობას 3 ქვეყნის პრეზიდენტი იღებდა – თურქეთის აზერბაიჯანის და საქართველოს, მოგეხსენებათ რომ პროექტი ევროკავშირის ენერგეტიკული ინიციატივის სამხრეთის ხაზის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. მოცემული დერეფანი შესაძლებლობას იძლევა, კასპიის რეგიონიდან მიწოდებული იქნას დამატებითი ენერგეტიკული რესურსები ევროპის ბაზარზე. ტრანსანატოლიის ბუნებრივი აირის მიწოდების მშენებლობის დასრულების შედეგად კი აზრბაიჯანიდან შესაძლებელი იქნება საქართველოს გავლით თურქეთისკენ და შემდეგ ევროპის რეგიონისკენ ბუნებრივი აირის მიწოდება.

ჩვენთვის მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა აღნიშნული მიმართულებით არის ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივის განხორციელება. მოცემული იდეა გულისხმობს კასპიის და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანსპორტო სივრცის ჩამოყალიბებას.

სამომავლოდ განხორციელებული სხვადასხვა სატრანზიტო პროექტების მეშვეობით ჩინეთსა და კასპიის რეგიონის ქვეყნებს საშუალბა ექნებათ საქართველოს გავლით დაუკავშირდნენ ევროპოს ბაზრებს, ხოლო ენერგეტიკული კომპონენტი აღნიშნული ინიციატივის მნიშვნელოვან შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს. მოცემული იდეის წარმატებით განხორციელება, შესაძლებლობას იძლევა, კასპიის რეგიონი დაუკავშირდეს ევროპას, სწორედ ამ მიზნით საქართველოს მთავრობამ გამოხატა ინიციატივა გაუწიოს ორგანიზება 2015 წლის ოქტომბრისთვის აბრეშუმის გზის საკითხებისათვის მიძღვნილ ფორუმს. გარდა წარმოდგენილი პროექტებისა და ინიციატივებისა, საქართველო კვლავ აქტიურად განაგრძობს ჰიდროენერგეტიკული რესურსების ათვისებას. საქართველო ძალიან მდიდარია თავისი რესურსებით, წყალი მაქვს მხედველობაში და მთავრობის პრიორიტეტი არის რომ მაქსიმალურად ავითვისოთ ეს რესურსები და რაციონალურად იქნეს გამოყენებული ჩვენი ქვეყნისთვის.

დარწმუნებული ვარ უახლოეს მომავალში საქართველო იქნება არამხოლოდ ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა არამედ შევძლებთ და მოვახერხებთ გავხდეთ ენერგეტიკულად ექსპორტიორი ქვეყანა და ამით ისარგებლოს თურქეთმა და სხვა ქვეყნებმა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved