ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
სოფელ ჭერემს დღეიდან ელექტროენერგია მიეწოდება
ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ვანო ბერიძიშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია გერგაძემ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემში   ახლადაშენებული ელექტროგამანაწილებელ ქსელი დაათვალიერეს.

სოფელ ჭერემში მცხოვრები 75 ოჯახისათვის, რომლებსაც 20 წელზე მეტია ელექტროენერგია არ მიეწოდებათ -   აშენდა 14  სიგრძის 10 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი, დამონტაჟდა 1 ერთეული 250კვა სატარნსფორმატორო ქვესადგური აშენდა 5 კმ სიგრძის გამანაწილებელი ქსელი და განხორციელდა ინდივიდუალური გამრიცხველიანება. სამუშაოები სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციამ“ შეასრულა. განხორციელებულ სამუშაოებზე 296 ათასი ლარი დაიხარჯა.

ენერგეტიკის სამინისტროს მიერ 2013 წლიდან, საქართველოს მასშტაბით, დეტალურად იქნა შესწავლილი უშუქო სოფლებში არსებული მდგომარეობა და დაიწყო უშუქო სოფლების ელექტროფიკაციის პროცესი.

ელექტროგადამცემი ხაზებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის პროექტირებისა, ასევე მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გამოუყო 1 მლნ 702 ათასი ლარი. ხოლო 2014 წელს 6 მლნ 500 ათასი ლარი.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დასრულებულია ასევე 4 სოფლის ელექტროფიკაცია . სამუშაოებზე 400 ათასი დოლარი დაიხარჯა. ეს სოფლებია: დმანისის მუნიციპალიტეტი - სოფელი-მამიშლარი, ქარელის მუნიციპალიტეტი-სოფელი იმერხევი, ახმეტის მუნიციპალიტეტი-სოფელი ჭართალა, დუშეთის მუნიციპალიტეტი -სოფელი შატილი.

დღეისათვის ელექტროფიცირება დასრულებულია სოფლებში: ზემო ლელეთი, ბევრეთი, ჭიაურა, გრძელველი, ღართა, ქვემო ქსოვრისი, უტისუბანი, გოსტიბე, კაწალხევი, სოგუთლო, ოქროსოფელი, გაგლუანთუბანი, ცხავერი და ჭერემი.

აქტიურად მიმდინარეობს ელექტროფიცირების სამუშაოები სოფლებში ნოჯა, კოშკისჭყალი, ნოჯიკეთი, ქვემო და ზემო ღარისწყალი, ჩონთო, ნატანები (მოლიანის დასახლება).

რამოდენიმე დღეში დასრულდება სამუშაოები სოფელ კარსანში.

უახლოეს პერიოდში ელექტროფიცირების სამუშაოების დაწყება იგეგმება შემდეგ სოფლებში: შროშა, ბავარი, ანანური, ცხუმალდი და ხაჩეშის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი უბანი. ასევე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები სოფელ მუცოში ელექტროფიცირებისა და მცირე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისათვის.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved