ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ენერგეტიკის სამინისტრომ იმერეთის მოსახლეობას 2 წლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ  ილია ელოშვილმა იმერეთის ადგილობრივ ხელისუფლებას და იმერეთის მოსახლეოაბას ენერგეტიკის სამინსიტროს მიერ 2 წლის განმავლობაში შესრულებუილ სამუშაოები და სამინისტროს სამომავლო გეგმები გააცნო.

ილია ელოშვილმა პრეზენტაციისას ,  ისაუბრა ელექტროენერგიასა და ბუნებრივი აირზე ტარიფების შემცირების შესახებ. კერძოდ, ელექტროენერგიაზე ტარიფი შემცირდა 300 კვტ./საათამდე მოხმარების შემთხვევაში, რამაც 2013 წლის პირველი იანვრიდან მოსახლეობისთვის ელექტროენერგია გააიაფა 21–27%–ით.

რაც შეეხება ბუნებრივ აირის ტარიფს, აქაც როგორც სამინისტროში აცხადებენ, მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად 2013 წლის პირველ მარტს მოხმარების საფასური შემცირდა 5 თეთრით. 
ჯამში უნდა აღინიშნოს, რომ ტარიფების შემცირების შედეგად მოსახლეობამ დაზოგა 140 მლნ. ლარზე მეტი.
აქტიურად მიმდინარეობს გაზიფიცირება და გამრიცხველიანება საქართველოს მასშტაბით.
ამ 2 წლის განმავლობაში განხორციელდა სოფლების გაზიფიცირება, სადაც ბუნებრივი აირი წლების განმავლობაში მოსახლეობას არ მიეწოდებოდა. საქართველოს მასშტაბით გაზიფიცირდა 88 000 აბონენტი. 

ასევე უნდა აღინიშნოს ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე ყველა სოფლის გაზიფიცირების პროექტი, რომელიც დასასრულს უახლოვდება და წლის ბოლომდე 58 სოფლის  13,000 ოჯახი ბუნებრივ აირს მიიღებს. ამ მიზნით ჩვენმა მთავრობამ  სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყო 19 მლნ. ლარი . გაზიფიცირებულ სოფლებში ქსელზე მიერთების საფასური შემცირდა 600-დან 400 ლარამდე. მოსახლეობას ამ თანხის ეტაპობრივი გადახდის შესაძლებლობა აქვს ყოველთვიურად 25 ლარის ოდენობით.

ასევე გამრიცხველიანდა 110 000 -მდე აბონენტი საქართველოს მასშტაბით, რომლის ჯამურმა საინვესტიციო ღირებულებამ შეადგინა 37 მლნ. ლარი, 2016 წლამდე კი მთლიანად დასრულდება საქართველოს ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროგრამა.
მხოლოდ იმერეთის რაიონში ინდივიდუალური მრიცხველი დაუმონტაჟდა  12 741 აბონენტს, 2015 წლისთვის კი  17 000ზე მეტი აბონენტის გამრიცხველიანებაა დაგეგმილი.

ჩვენი ქვეყნის მეორე დიდ პრობლემას ასევე წარმოადგენდა უშუქო სოფლები. სოფლები, რომელთაც წლების განმავლობაში არ მიეწოდებოდათ ელექტროენერგია. არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან უშუქო სოფლების ელექტროფიცირებისთვის გამოიყო 6 მლნ. ლარი. განხორციელებული ელექტროფიცირების შედეგად უკვე ელექტროენერგია მიეწოდება 8 უშუქო სოფელს, რომლის ფარგლებშიც დაიხარჯა 1,239,375 ლარი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაოები და უახლოეს მომავალში დასრულდება კიდევ დამატებით 20 უშუქო სოფლის ელექტროფიცირება.

2012 წლის IV კვ - 2014 წლის  II კვ. ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა 347, 328 მლნ. აშშ დოლარს პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რაც ნიშნავს რომ  საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი, ხვედრითი წილი _ 22%, სწორედ ენერგეტიკაზე მოდის.
ასევე, ორი წლის განმავლობაში ექსპლუატაციაში შევიდა 7 ჰიდროელექტროსადგური, ჯამური სიმძლავრით 14 9,9 მგვტ,  ჯამური წლიური გამომუშავება 696,4  მლნ კვტ.საათი, მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 251,106 ,000 აშშ დოლარი .

გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე განხორციელების სხვადასხვა ეტაპზეა 82 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი. აღნიშნული პროექტებიდან 16  ჰიდროელექტროსადგური მშენებლობის ეტაპზეა. აღნიშნული პროექტების ჯამური დადგმული სიმძლავრეა 544 მეგავატი, ხოლო წლიური ჯამური გამომუშავება 2,2 მილიარდი კვტ. სთ. 14 პროექტი იმყოფება მოსამზადებელ  ეტაპზე და მშენებლობა უახლოეს  პერიოდში დაიწყება შესაბამისი ნებართვების აღების შემდგომ. ეს დამატებით  1,338 მეგავატია,  ხოლო ამ სადგურების წლიური ჯამური გამომუშავება 4,2 მილიარდი კვტ. სთ-ს  შეადგენს. 52 პროექტი კვლევის ეტაპზეა, რის საფუძველზეც , შესაძლებელია ელექტროსისტემას დამატებით 928 მეგავატი დადგმული სიმძლავრე შეემატოს წლიური გამომუშავებით 4,9 მილიარდი კვტ.სთ.

სექტორის მდგრადი განვითარებისა და საიმედო ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია გარანტირებული სიმძლავრის დამატებითი წყაროების შექმნა. ამ მიზნით საპარტნიორო ფონდმა და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ ერთობლივად გარდაბანში, 230 მგვტ სიმძლავრის თბოსადგურის მშენებლობა დაიწყეს.  აღნიშნულ პროექტში სამუშაოებს თურქული კომპანია „ჩალიკ ენერჯი“ ასრულებს. თბოელექტროსადგურის მშენებლობას 2015 წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 220 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

პირველად საქართველოს დაიწყო ალტერნატიული ენერგიის ათვისება.  ენერგეტიკის სამინისტრომ „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან“ ერთად, ქარის სადგურების მშენებლობა დაიწყო. პირველ ეტაპზე იგეგმება   20 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქარის პროექტის განხორციელება   300 მგვტ-მდე განვითარების პერსპექტივით. 

რაც შეეხება ინფრასტრუქტულ პროექტებს: ქვეყნის ენერგოსისტემის გაძლიერებისთვის, ენერგოდამოუკიდებლობისა და მდგრადობისთვის უმნიშვნელოვანესია ახალი ელექტრო გადამცემი ხაზების მშენებლობა და არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. გარდა ამისა, განხორციელდა შემდეგი პროექტები: დასრულდა თურქეთთან დამაკავშირებელი 400 კვ. ელექტროგადამცემი ხაზისა და 500/400/220 კილოვოლტიანი ქვესადგური "ახალციხის" მშენებელობა. პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ 283 მლნ ევრო შეადგინა; დასრულდა 220კვ გადამცემი ხაზების "სენაკი 1-2" და შესაბამის ქვესადგურების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, რის განხორციელებაშიც დაიხარჯა 17,7 მლნ. აშშ დოლარი; მიმდინარეობს 220/110კვ "ხორგა" , 500/220/110კვ "ქსანი" , 220/110კვ "მარნეულის" და 220/110კვ "მენჯის" ქვესადგურების მშენებლობა-რეაბილიტაცია, რომლის დასრულებაც იგეგმება 2016 წელს. პროექტის განსახორციელებლად დაგეგმილია 50 აშშ დოლარამდე ინვესტიცია; გაფორმდა ხელშეკრულება 500-220 კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის ქვესადგურისა და 220 და 500 კილოვოლტიანი ორჯაჭვა ხაზების მშენებლობის მიზნით. მიმიდნარე "ჯვარი-ხორგას" პროექტი 2016 წელს დასრულდება, რომელიც ითვალისწინებს 50 მლნ. ევროს ინვესტიციას; გაფორმდა სასესხო და საპროექტო ხელშეკრულებები 220კვ "ახალციხე–ბათუმი" ორჯაჭვა ელექტროგამაცემი ხაზის მშენებლობის მიზნით, რაც გულისხმობს 45 მლნ. აშშ დოლარის ინვესიტიციას; 2013 წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე UშAID-ის დახმარებით ასევე დაფინანსდა ქვესადგურების დაცვისა და მართვის სისტემების რეაბილიტაციის პროექტი 16 მლნ. აშშ დოლარით, რომლის დასრულებაც 2015 წლისთვის იგეგმება.

რაც შეეხება ნავთობის სექტორს: 
საქართველოში 25 სალიცენზიო ბლოკზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების სამუშაოებს 12 კომპანია ახორციელებს; გაფორმდა ახალი ხელშეკრულებები 3 სალიცენზიო ბლოკზე და განხორციელებულმა ინვესტიციამ შეადგინა 135,448,670 მლნ. აშშ დოლარი; ნავთობის ჯამური მოპოვებამ შეადგინა 80,058,838 ტონა და გაზის ჯამურმა მოპოვებამ შეადგინა 11,587,593 მილიონი მ3. 
პირველად საქართველოში დაინერგა ნავთობის მოპოვების გაზრდის თანამედროვე მეთოდიკა და განხორციელდა ნავთობისა და გაზის მარაგებისა და რესურსების საერთაშორისო სტანდარტებით შეფასება.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი მიღწევაა  ლიბერალური საინვესტიციო გარემოსკენ გადადგმულ ნაბიჯები, ახალი გაზსადენების მშენებლობა და არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved