ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ენერგეტიკის სამინისტრო ელექტროგადამცემი ქსელის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში ინტერესთა გამოხატვას აცხადებს

18 ნოემბერი, 2014 
ქვეყანა:   საქართველო
პროექტის სიდენტიფიკაციო კოდი:    P147348
პროექტის სახელწოდება: ელექტროგადაცემის ქსელის გაუმჯობესების პროექტი
(საკონსულტაციო მომსახურება – ფირმების შერჩევა)
ელექტროგადამცემი ქსელის გაუმჯობესების პროექტი – P147348
სესხის Nო. 83770-GE

მომსახურების სახელწოდება:  ელექტროგადამცემი ქსელის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში  „საკონსულტაციო მომსახურება - საქართველოს ენერგეტიკული სექტორის გარემოსდაცვითი და სოციალური სტრატეგიული შეფასება“

ნომერი: IBRD/TGSP/CS/QBS/03-2014
საქართველომ მსოფლიო ბანკისგან (WB) მოითხოვა სესხი „ელექტროგადამცემი ქსელის გაუმჯობესების პროექტის“ დასაფინანსებლად. აღნიშნული სესხის ნაწილი მოხმარდება საკონსულტაციო მომსახურებას.

საკონსულტაციო მომსახურება (”მომსახურება”) გულისხმობს, საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში გარემოსდაცვით და სოციალურ სტრატეგიულ შეფასებას (შემდგომში გსსშ).

დავალების მთავარ მიზანს წარმოადგენს, გარემოსდაცვითი და სოციალური სტრატეგიული შეფასების ანგარიშის მომზადება საქართველოს ენერგეტიკული სექტორისა და მასთან დაკავშირებული გადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარების სხვადასხვა სტრატეგიული სცენარისათვის,  აგრეთვე რეკომენდაციების მოწოდება სასურველი სცენარისთვის. საკონსულტაციო დავალების მიზანია, დახმარება გაუწიოს  საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილებების მიღებაში საქართველოს ენერგეტიკული სექტორის სტრატეგიული განვითარების  სცენარებთან მიმართებაში. აღნიშნული გულისხმობს ენერგეტიკული სექტორის განვითარების შემოთავაზებული სცენარებისათვის გარემოსდაცვითი და სოციალური სტრატეგიული შეფასების (გსსშ) მომზადებას, ევროკავშირის 2001/42/EC (დირექტივა კონკრეტული გეგმებისა და პროგრამების გარემოზე ზემოქმედების შესახებ), 92/43/EEC (დირექტივა ჰაბიტატების შესახებ) და 74/409/EEC (დირექტივა ფრინველების შესახებ) დირექტივებით განსაზღვრული განმარტებების, მიდგომებისა და შესაბამისი მეთოდოლოგიების გათვალისწინებით; ასევე,  სათანადო ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების, სექტორში არსებული ძირითადი მიმართულებებისა და საუკეთესო პრაქტიკის, ენერგეტიკულ დარგში გარემოსდაცვითი და სოციალური სტრატეგიული შეფასების  განხორციელების საერთაშორისო გამოცდილების, აგრეთვე, გარემოზე ზემოქმედების შეფასებასა და სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი განხილვებისა და კონსულტაციების უზრუნველყოფის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. გსსშ მჭიდროდ იქნება დაკავშირებული საქართველოს ელექტროენერგეტიკული განვითარების ეროვნულ და რეგიონალურ გეგმასთან და წვლილს შეიტანს, გარემოსდაცვითი ხედვების ინტეგრირებაში მდგრადი განვითარებისა და ენერგოუსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით შემუშავებულ გეგმებსა და პროგრამებში. სცენარების ენერგოუსაფრთოების, ეკონომიკურ და ფისკალურ ანალიზში  გსსშ-ს შედეგების ინტეგრაცია ენერგეტიკული სექტორის სტრატეგიული მიზნებისა და განვითარების მოდელის დასაბუთებულ არჩევანს უზრუნველყოფს.  გსსშ გამოავლენს ენერგოგენერაციისა და გადამცემი ინფრასტრუქტურის დერეფნის მგრძნობიარე რეცეფტორებს  გარემოსდაცვითი და სოციალური კუთხით, რომლებმაც, შესაძლოა, თავი იჩინონ განსახილველ სცენარებში; მოახდენს იმ  ძირითადი მოსალოდნელი გარემოდაცვითი და სოციალური ზემოქმედების ანალიზს, რაც შეიძლება გამოვლინდეს შემოთავაზებული სცენარების ფარგლებში ენერგოგენერაციისა და გადაცემის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და  ექსპლუატაციის შედეგად; განიხილავს მოსალოდნელ საშუალო და გრძელვადიან ზემოქმედებას; გამოავლენს სხვადასხვა ინფრასტრუქტურის განვითარების ძირითად კუმულატიურ საკითხებს და შესთავაზებს ინსტრუქციებსა და რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა იქნას ასახული ეს საკითხები ცალკეული გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების შეფასებისას; შეაჯამებს  სხვადასხვა სცენარებისათვის განსახორციელებელ ზოგადი ტიპის გარემოსდაცვით და სოციალურ შემარბილებელ ღონისძიებებს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს.

მომსახურების სავარაუოდო ხანგრძლივობაა თორმეტი (12) თვე, რომლის დაწყება დაგეგმილია 2015 წლის მარტში.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ტენდერში მონაწილეობისთვის იწვევს უფლებამოსილ საკონსულტაციო ფირმებს (”კონსულტანტები”) ”მომსახურების” გაწევაზე ინტერესის გამოსახატავად. დაინტერესებულმა ”კონსულტანტებმა” უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ მათ გააჩნიათ სათანადო გამოცდილება ”მომსახურების” გასაწევად. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, მონაწილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

შესრულებული უნდა ჰქონდეს მსგავსი საკონსულტაციო კონტრაქტები ბოლო 7 წლის განმავლობაში (ე.ი. 2006 წლის იანვრის შემდეგ). შეფასება განხორციელდება შესაბამისი საკონსულტაციო კონტრაქტების ღირებულებისა და რაოდენობის კომბინაციის მიხედვით.

ზოგადი საკონსულტაციო გამოცდილება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, იხილოთ მსოფლიო ბანკის მსესხებლებისთვის გაცემული IBRD-ის სესხებითა და IDA-ს კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში კონსულტატების შერჩევის და დაქირავების (იანვარი 2011) შესახებ მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელო ინსტრუქციების (”კონსულტანტის სახელმძღვანელო ინსტრუქციები”) 1.9 პუქტი, რომელშიც მოცემულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე.

კონსულტანტებს შეუძლიათ, გაერთიანდნენ სხვა ფირმებთან (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიო ბანკისთვის გაერთიანების მისაღები ფორმებია ქვე-საკონსულტაციო კომპანია ან ერთობლივი საწარმო. ინტერესის გამოხატვის დოკუმენტში ნათლად უნდა იყოს მითითებული გაერთიანების ფორმა. ქვე-კონსულტანტების გამოცდილება არ იქნება გათვალისწინებული ”კონსულტანტის” კორპორატიული გამოცდილების შეფასებისას).

აღნიშნული მომსახურების მსგავს პროექტებში გამოცდილების შემთხვევაში, ივსება საქართველოს ენერგეტიკისა სამინისტროს ვებ–გვერდზე ატვირთული ფორმა N1. მიჰყევით მოცემულ ბმულს:  



კონსულტანტის შერჩევა მოხდება ”კონსულტანტების კვალიფიკაციის”(CQS)  მეთოდის საფუძველზე, რომელიც მოცემულია  მსოფლიო ბანკის მსესხებლებისთვის გაცემული IBRD-ის სესხებითა და IDA-ს კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში კონსულტატების შერჩევის და დაქირავების (იანვარი 2011) შესახებ მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელო ინსტრუქციების III ნაწილში.

დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ქვემოთ მოცემულ მისამართზე, სამუშაო საათებში – 10:00-დან 18:00 სთ-მდე, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში, ტელეფონის ნომერზე: +995 322 357 826, საკონტაქტო პირი: ქ-ნ თამარ მურცხვალაძე.

ინტერესთა გამოხატვის შესახებ წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, ქვემოთ მოცემულ მისამართზე (პირადად, ან ფოსტით, ან ფაქსით, ან ელ-ფოსტით, არა უგვიანეს ინტერესის გამოხატვის დოკუმენტის მიღების ბოლო ვადისა) 2014 წლის 19 დეკემბრის 17:00 სთ–მდე.

შესაბამისი მოწვევა ინტერესის გამოხატვაზე გამოცხადებულია UN Development Business-ის (www.devbusiness.com) ვებ-გვერდზე 2014 წლის 18 ნოემბერს.

(განცხადების ქართულ და ინგლისურ ვერსიებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ვერსიას)
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო
საქართველო, თბილისი 0105, სანაპიროს ქუჩა No.2
ქ–ნ თამარ მურცხვალაძე: ტელ: +995 322 357826
ელ.ფოსტა: mail@energy.gov.ge    t.murtskhvaladze@energy.gov.ge
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved