ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
12-14 ნოემბერს ექსპო ჯორჯიაში ენერგეტიკისა და ელექტროტექნიკის მეორე საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
გამოფენების ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" ენერგეტიკისა და ელექტროტექნიკის მეორე საერთაშორისო გამოფენა გაიმართება. 

გამოფენა ჩატარდება გამოფენების ცენტრში, მე-11 პავილიონში, 12-14 ნოემბერს. 
გამოფენის სამუშაო საათებია:
12-13 ნოემბერს 11:00-18:30
14 ნოემბერს 11:00-17:00

აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც საშუალებას აძლევს დამთვალიერებელს, მიიღოს ინფორმაცია დარგში არსებული სიახლეების, ახალი ტექნოლოგიებისა და საქართველოს ბაზარზე არსებული მომსახურებების სრული სპექტრის შესახებ. გამოფენის ფარგლებში ენერგეტიკის დარგში მომუშავე ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართება.

გამოფენის ფარგლებში განხილული თემები და გამოფენილი პროდუქტი:
- ენერგეტიკის ინდუსტრია
- აპარატურა ელექტრონული ხაზებისათვის
- მართვის ავტომატური სისტემები
- მოწყობილობათა კონტროლის სისტემები
- პროგრამული უზრუნველყოფა
- ენერგიის დაზოგვის ტექნოლოგია
- ენერგიის მართვა
- კვების ობიექტისა და გარემოს უსაფრთხოება

გამოფენაზე შესვლის ფასია 5 ლარი. წინასწარი რეგისტრაციის შემთხვევაში შესაძლებელია უფასო დასწრება.

გამოფენის მიზანია მონაწილეთათვის:
- ახალი ტექნოლოგიების, ხელსაწყოების და სერვისების ჩვენება
- ახალი მომწოდებლებისა და კლიენტების მოძიება
- მონაწილეობის შესაძლებლობა მომავალ პროექტებში
- ინფორმაციისა და იდეების გაცვლის ადგილი
- მთავრობის წარმომადგენლებთან ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობა

გამოფენისა და კონფერენციის სარეგისტრაციო ფორმა

გამოფენის პარალელურად,  12 ნოემბერს 10:00 საათზე, ექსპო ჯორჯიას მე-3 პავილიონში  გაიმართება კონფერენცია - „ენერგეტიკა მდგრადი განვითარებისთვის. კონფერენციის მიზანი დარგის  განვითარების საკითხებზე ყურადღების გამახვილება და დისკუსიის სტიმულირებაა. ღონისძიების ფარგლებში, სახელმწიფო, საერთაშორისო ორგანიზაციების, საფინანსო ინსტიტუტების,  დარგში მომუშავე ექსპერტები, კერძო კომპანიების წარმომადგენელები განიხილავენ ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიას, სატარიფო პოლიტიკას, ახალ პროექტებსა და სხვა აქტუალური საკითხებს.
კონფერენციის ფარგლებში, ასევე იმართება სადისკუსიო პანელი, რომლის ფარგლებში  დარგის განვითარებისთვის აუცილებელი რეფორმებისა და მათი განხორციელების გზებისა და ენერგეტიკის სექტორისთვის ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობის განხილვა მოხდება. 

კონფერენციაზე დელეგატთა რეგისტრაცია დაიწყება 12 ნოემბერს 09:30-ზე, მიბმულ ფაილში შეგიძლიათ ი​​ხილოთ კონფერენციის სრული განრიგი, ინფორმაციით გამომსვლელებისა და თემების შესახებ.

კონფერენციის განრიგი
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved