ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების ტარიფი შემცირდა
ვიცე-პრემიერმა/ენერეგტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მოსახლეობას გააცნო  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება,  რომლის მიხედვითაც  ბუნებრივი გაზის სექტორში ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ტარიფი 600 ლარიდან 400 ლარამდე  შემცირდა.

ენერეგტიკის სამინისტროსა და გაზგამანაწილებელი კომპანიების  შეთანხმებით ისევ შენარჩუნებულია ამ თანხის ეტაპობრვი გადახდის მექანიზმი და მოსახლეობას უკვე შემცირებული ტარიფის გადახდა  25 ლარიანი პორციებით, 16 თვის განმავლობაში შეეძლება.  მომსახურების ღირებულებაში შედის ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს პრიორიტეტია საქართველოს მასშტაბით რეგიონების გაზიფიცირება და მთავრობა დაინტერესებულია, რომ ქვეყანაში  მოქალაქეებს ჰქონდეთ კომფროტის ის საწყისი პირობები, რაც აუცილებელია სრულფასოვანი ცხოვრებისთვის. მომხმარებლის ქსელზე მიერთების საფასურის შემცირება,  საქართველოში მცხოვრები ოჯახებისთვის, ბუნებრივი აირზე ხელმისაწვდომობას  გაზრდის.

საყოფაცხოვრებო მომხმარებლის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების  ტარიფი გავრცელდება გაზიფიცირებულ დასახლებათა ტერიტორიულ საზღვრებში, განაწილების ლიცენზიატის მფლობელობაში არსებული გამანაწილებელი ქსელიდან 300 მეტრის რადიუსში.

ცვლილება მიზნად ისახავს  ბუნებრივი გაზის სექტორში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და მომხმარებლის უფლებების განუხრელ დაცვას. ამასთან,  გაუმჯობესდება გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური სამუშაოების ხარისხი და მის მოვლა–პატრონობაზე სრული პასუხისმგებლობა კომპანიას დაეკისრება.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved