ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
HydroTech Georgia 2014 – კონფერენცია და გამოფენა თბილისში 6 და 7 ნოემბერს გაიმართება
HydroTech Georgia 2014 - კონფერენცია და გამოფენა, რომელიც თბილისში 6 და 7 ნოემბერს გაიმართება,  მიზნად ისახავს საქართველოში ჰიდროპოტენციალის განვითარების ხელშეწყობას და ამ მიზნისათვის ინვესტორების, ენერგომოვაჭრეების, ენერგოდეველოპერების, სამშენებლო კომპანიების, სააგენტოებისა და ექსპერტების მოზიდვას და მათთვის სამუშაო გარემოს შექმნას ინფორმაციის გაცვლისა და მოლაპარაკებებისათვის.

კონფერენციაზე მიმოხილული იქნება საქართველოს ჰიდროენერგეტიკული ინდუსტრია, ჰიდროენერგეტიკული ბაზარი და საკანონმდებლო ბაზა, ასევე – ახალი ჰიდროპროექტების განხორციელების ტექნიკური და ფინანსური ასპექტები.

ღონისძიებაზე წარმოდგენილ 45 მომხსენებელს შორის  იქნებიან საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები, ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე ბიზნესმენები და სხვა.

კონფერენციის დღის წესრიგი

სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ ბმულზე: GreenWorldConferences
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved