ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
შავი ზღვის შელფის პოტენციალის შესწავლა დაიწყება
ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ , ავსტრიული ნავთობის და გაზის კომპანიის „OMV“-ს უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა უოლტერ ჰამილტონმა და ესპანური ნავთობის და გაზის კომპანიის ,,REPSOL“-ს ევროპისა და ცენტრალური აღმოსავლეთის კვლევის დირექტორმა მიქელ ერკიაგა აგირემ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმეს.
 
მემორანდუმი , საქართველოში ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის  ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.
 
მემორანდუმის მიზანია საქართველოს შავი ზღვის შელფურ ნაწილში ნახშირწყალბადების პოტენციური მარაგების შესახებ მონაცემების შესწავლა და შეფასება. 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო გადასცემს ,,OMV“-სა და ,,REPSOL“-ს გეოფიზიკურ-საველე მაგნიტურ ჩანაწერებს. 

კომპანიები ,,OMV“ და ,,REPSOL“ კისრულობენ ვალდებულებას მოამზადონ უკვე არსებული და გადამუშავებული/ინტერპრეტირებული ჩანაწერების ახალი ციფრული ასლები, ხელახლა გადაამუშავონ არსებული მასალები, მათ საფუძველზე მოამზადონ სპეციალური ანგარიში, რომელშიც განსაზღვრული იქნება საქართველოს შავი ზღვის შელფის ნახშირწყალბადების პოტენციალი და მოცემული იქნება რეკომენდაციები მისი შემდგომი ათვისებისთვის.

,,OMV“ და ,,REPSOL“ თავიანთი ხარჯით უზრუნველყოფენ ორი ქართველი სპეციალისტის მომზადებას მონაცემების ინტერპრეტირებაში. 
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved