ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ბაქოში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრების შეხვედა იმართება
ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე  ბაქოში იმყოფება, სადაც 8-9 სექტემბერს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მეოთხე არაფორმალულრი დიალოგის ფარგლებში 7 წევრი  ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრები იმართება.

8 სექტემბერს კახა კალაძე  დაესწრება  „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობენ: ევრო  კომისიის ვიცე პრეზიდენტი და ენერგოკომისარი გიუნტერ ოტინგერი,  კომისარი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში შტეფან ფულე, უკრაინის ენერგეტიკისა და ქვანახშირის ინდუსტრიის მინისტრი იური პროდანი, მოლდოვეთის ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ადრიან ქანდუ  და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ნატიგ ალიევი.

შეხვედრაზე მხარეები ისაუბრებენ მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციასა და ენერგოუსაფრთხოებაზე ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

მხარეები განიხილავენ „სამხრეთ ენერგეტიკული დერეფნის“ განვითარების მნიშვნელობას, როგორც ევროპის ენერგომომარაგების ალტერნატიულ დერეფანს.

ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბაქოში ვიზიტს 9 სექტემბერს დაასრულებს.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved