ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ქუთაისში ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მომსახურების განახლებული ოფისი გაიხსნა
სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს განახლებულ ოფისში, ქუთაისის მომსახურების ცენტრის ადმინისტრაცია, ტექნიკური სამსახური და აბონენტთა მომსახურების სამსახური განთავსდება, რომელიც მომხმარებლებს ადგილზე გაუწევს კონსულტაციას, მიაწოდებს ყველა საჭირო ინფორმაციას და აქვე მიიღებს მათ განცხადებებს შემდგომი რეაგირებისთვის.

ქუთაისის მომსახურების ცენტრის ახალი ოფისი, სს ენერგო-პრო ჯორჯიას გენერალურ დირექტორთან ნიკოლაი ნიკოლოვთან ერთად, იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა და ქ. ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გახსნეს.

ქუთაისის მომსახურების ცენტრი სს ენერგო-პრო ჯორჯიას ერთ-ერთი უმსხვილესი ერთეულია აბონენტთა რაოდენობის თვალსაზრისით. ენერგოკომპანია ქუთაისში 70 ათასზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ელექტროენერგიის მიწოდებისა და მომსახურებს ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კომპანია სისტემატურად ატარებს სარებილიტაციო და პროფილაქტიკურ სამუშაოებს და ახორციელებს ახალ პროექტებს ქალაქის ელექტროგამანაწილებელ ქსელში.

ამჟამად ენერგო-პრო ჯორჯია ფლობს და ამუსავებს 15 საშუალო და მცირე ზომის ჰიდრო ელექტრო სადგურებს საერთო ჯამური სიმძლავრით 469,25 მგვტ. კომპანიის გენერაციის აქტივები მოიცავენ რიონჰესს (დადგმული სიმძლავრე 48 მგვტ), გუმათ ჰესების კასკადს (1 დადგმული სიმძლავრე 44 მგვტ და 2 დადგმული სიმძლავრე 22,8 მგვტ), შაორჰესი (დადგმული სიმძლავრე 38,4 მგვტ), ძევრულჰესი (დადგმული სიმძლავრე 80 მგვტ), ლაჯანურჰესი (დადგმული სიმძლავრე 112,5 მგვტ), აწჰესი (დადგმული სიმძლავრე 16 მგვტ), იორის კასკადი (სიონჰესი 9.14 მგვტ, საცხენჰესი 14 მგვტ, მარტყოფჰესი 3.84 მგვტ), ჩითახევჰესი (დადგმული სიმძლავრე 21 მგვტ), ორთაჭალჰესი (დადგმული სიმძლავრე 18 მგვტ), ზაჰესი (დადგმული სიმძლავრე 36.8 მგვტ), კინკიშაჰესი (დადგმული სიმძლავრე 1.4 მგვტ) და ჩხორჰესი (დადგმული სიმძლავრე 3.35 მგვტ); კომპანია აგრეთვე ფლობს და ამუშავებს  გარდაბნის გაზის ელექტროსადგურს დადგმული სიმძლავრით 110 მგვტ.

გენერაციის გარდა ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯია არის ელექტროენერგიის დისტრიბუციის ყველაზე მსხვილი კერძო მფლობელი. კომპანიის მომსახურების არეალი შეადგენს 47 265 კმ2 (ფარავს საქართველოს ტერიტორიის 70%) და ემსახურება 980 000 აბონენტს.

ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯია არის ერთერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი, რომელსაც დასაქმებული ჰყავს 5200 პროფესიონალი. ენერგო–პრო ჯორჯია ქმნის სამუშაო ადგილებს და თანაბარ დასაქმების შესაძლებლობებს უქმნის ადამიანებს რეგიონებში.

მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved