ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
„ბათუმი-ახალციხის“ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა იწყება
საქართველოს ფინანსთმა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალმა ხელს მოაწერეს ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტის დაფინანსების  შეთანხმებას.

ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო.

პროექტის განხორციელებლად მსოფლიო ბანკი საქართველოს გამოუყოფს 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს  შეღავათიანი სესხის სახით.

პროექტის მიხედვით დაგეგმილია ახალციხიდან ბათუმამდე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა.

ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტი, რომელსაც ხელი მოეწერა, უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემის ეფექტურობის, ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების გაზრდას, აგრეთვე ელექტროენერგიის ექსპორტის ხელშეწყობას.

პროექტი უზრუნველყოფს ქვესადგური „ბათუმის“ და მთლიანად აჭარა-გურიის რეგიონების ელექტროენერგიით მომარაგების   საიმედოობის გაზრდას.

პროექტს  საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა განახორციელებს.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved