ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ტყიბულის მუნიციპალიტეტში 100-150 მგვტ. სიმძლავრის ნახშირზე მომუშავე ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობა იწყება
ტყიბულის მუნიციპალიტეტში 100-150 მგვტ. სიმძლავრის ნახშირზე მომუშავე ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობა იწყება. 

დირექტორთა საბჭოს სხდომაზე, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა კომპანიის ახალ, მსხვილ საინვესტიციო პროექტის დეტალებზე ისაუბრა. კომპანია ტყიბულის მუნიციპალიტეტში 100-150 მგვტ. სიმძლავრის ნახშირზე მომუშავე ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობას იწყებს. 

აღნიშნული თბოელექტროსადგურისათვის საწვავის წყაროდ გამოყენებული იქნება ადგილობრივი სასარგებლო წიაღისეული, კერძოდ, ტყიბულის მუნიციპალიტეტში განთავსებული მაღაროებიდან მოპოვებული ქვანახშირი.

ახალი თბოელექტროსადგური სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იქნება სახელმწიფოს ენერგოუსაფრთხოებისთვის, ვინაიდან სადგურის ფუნქციონირება არ იქნება დამოკიდებული იმპორტირებულ ენერგეტიკულ საწვავზე, რაც განაპირობებს ენერგოუსაფრთხოებასა და მდგრადობას. თბოელექტროსადგური ხელს შეუწყობს ტყიბულის ქვანახშირის საბადოს გრძელვადიან და სტაბილურ განვითარებას. პროექტი ქმნის ქვანახშირის მოპოვების გაზრდის აუცილებლობას, რომელიც დამატებით წინასწარი კვლევებით დაახლოებით 300 სამუშაო ადგილის შექმნას უზრუნველყოფს და აღნიშნულ შემთხვევაში კომპანია ასევე განახორციელებს ნახშირის საბადოს ტექნიკურ გადაიარაღებას.
კომპანია აგრეთვე გეგმავს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის საჭირო შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.

ინვესტიციის განხორციელების მიზნით, 2014 წლის ივნისში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და შპს "ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი"-ს შვილობილ კომპანია შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაცია"-ს შორის გაფორმდა სამმხრივი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც კომპანია ტყიბულის მუნიციპალიტეტში 100-150მგვტ. სიმძლავრის ნახშირზე მომუშავე ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობას იწყებს.

ახალი თბოელექტროსადგური განსაზღვრული იქნება ქვეყნის გარანტირებული სიმძლავრის წყაროდ და ენერგოსისტემის საჭიროების შემთხვევაში მისი საპროექტო მაჩვენებლებისა და დადგმული სიმძლავრის საფუძველზე ყოველწლიურად ექნება 700,000,000 - 1,050,000,000 კვტ/სთ ელექტროენერგიის წარმოების (გენერაციის) შესაძლებლობა.

თბოსადგურის მშენებლობის ვადები:
  •  არაუგვიანეს 2015 წლის 31 იანვრამდე (ჩათვლით) კომპანიამ უნდა განახორციელოს ნახშირის თბოსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევის მომზადება;

  • 2015 წლის 31აგვისტომდე (ჩათვლით) კომპანიამ უნდა განახორციელოს ნახშირის თბოსადგურის მშენებლობის პროექტის, მშენებლობის პროექტის საექსპერტო დასკვნისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების მომზადება;

  • 2015 წლის 15 დეკემბრამდე (ჩათვლით) კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ნახშირის თბოსადგურის მშენებლობის ნებართვის მოპოვება.

  • ზემოაღნიშნულის განხორციელების შემდგომ კომპანიამ ნახშირის თბოსადგურის მშენებლობა უნდა დაიწყოს არაუგვიანეს 2016 წლის იანვრისა.

  • 2019 წლის 31 დეკემბრამდე (ჩათვლით) კომპანიამ უზრუნველყოს თბოსადგურის აშენება.

  •  და თბოსადგურის აშენებიდან 3 (სამი) თვის ვადაში კომპანიამ უნდა უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაციის მომზადება თბოსადგურის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved