ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ენერგეტიკის მინისტრი „თელასის“ ბიზნეს ცენტრის გახსნას დაესწრო
კომპანია „თელასმა“ თანამედროვე სტანდარტების ბიზნეს ცენტრი ,,ვერა-ვაკე“ გახსნა.

ბიზნეს ცენტრის გახსნას ვიცე-პრემიერი/ენერეტიკის მინისტრი კახა კალაძე, „ინტერ რაოს“ ცენტრალურ აზიასა და ამიერკავკასიაში აქტივების მართვის ბლოკის ხელმძღვანელი დიმიტრი ვოლკოვი და „თელასის“გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი დაესწრნენ.
 
ბიზნესცენტრი ,,ვერა-ვაკის“ ახალი ოფისი, რომელიც ნინო რამიშვილის 35-ში მდებარეობს დედაქალაქის 45018 აბონენტს ემსახურება, დაბა წყნეთის ჩათვლით.
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი ბიზნესცენტრების გახსნის მიზანია მომხმარებლებისათვის კომფორტული გარემოს შექმნა, როგორც ოფისების დიზაინის,  ასევე მომსახურების გაუმჯობესების თვალსაზრისით. აბონენტებს ბიზნესცენტრში შეუძლიათ მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია ელექტრომომარაგებასთან და ელექტროენერგიის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით.

ბიზნესცენტრის შენობაში განთავსებულია საექსპლუატაციო სამსახური, რომელიც ოპერატიულად ახდენს რეაგირებას ნებისმიერი სახის ტექნიკურ პრობლემაზე. აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესებისათვის ,,თელასის“ ბიზნესცენტრების მორიგე პერსონალის სამუშაო დრო 23 საათამდე  გაგრძელდა.
 
ამ დროისათვის დედაქალაქში 10 ბიზნესცენტრი მოქმედებს: ,,ვერა-ვაკე“, ,,საბურთალო“, ,,მთაწმინდა-კრწანისი“, ,,დიდუბე-ჩუღურეთი“, ,,გლდანი“, ,,ისანი“, ,,დიღომი“,  ,,სამგორი“, ,,ვარკეთილი“ და ,,ნაძალადევი“.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved