ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ელექტროგადამცემი ხაზების - ,,სენაკი 1,2”-ის რეაბილიტაცია დასრულდა
ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი  „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” გენერალური დირექტორი სულხან ზუმბურიძე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები, ქვესადგურში ”წყალტუბო 220” ახალი 220 კვ  ორჯაჭვა  ელექტროგადამცემი ხაზების ”სენაკი 1 და „სენაკი 2” -ის საზეიმო გახსნას დაესწრნენ.

58  კმ სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზების სარეაბილიტაციო სამუშაობი, რომლებიც  90-იან წლებში მთლიანად გაიძარცვა და დღემდე არ ფუნქციონირებდა, 2012 წლის ნოემბერში დაიწყო. სამუშაოები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის „ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარება“ ფარგლებში განხორციელდა. პროექტი 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზების ”სენაკი 1,2”, ასევე ქვესადგურების “მენჯი-220” და “წყალტუბო-220” რეაბილიტაციას მოიცავდა. პროექტის ღირებულებამ 18 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საერთო ჯამში დაიდგა 211 საყრდენი ანძა, ორივე ქვესადგურზე დამონტაჟდა პირველადი და მეორადი მოწყობილობები და განხორციელდა ”ელექტროსისტემის” ქსელში ინტეგრირება.  შედეგად, 24 სთ-იანი სატესტო რეჟიმის შემდეგ, გადამცემი ხაზები ”სენაკი 1,2”  ექსპლუატაციაში შევა.

„ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა“ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს მთავრობას შორის 2010 წლის თებერვალში გაფორმებული „ტექნიკური დახმარების ხელშეკრულების“ ფარგლებში მიმდინარეობდა.

პროექტის განხორციელების შედეგად გაიზრდება ელექტროგადამცემი ქსელის საიმედობა, შემცირდება ელექტროენერგიის დანაკარგები, რაც ხელს შეუწყობს  ქვეყნის სტაბილური ენერგომომარაგების უზრუნველყოფას. 

მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved