ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
2015 წელს ევროპის ენერგეტიკული ქარტიის თავმჯდომარე ქვეყანა საქართველო იქნება
ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ევროპის ენერგეტიკული ქარტიის გენერალურ  მდივანს ურბან რუსნაკს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს, რეგიონში ელექტროენერგიის ტრანზიტის საკითხებზე, ინვესტიციების მიმართულებით ენერგეტიკული ქარტიის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და სამომავლო პერსპექტივებზე.

ამასთან, საქართველომ გამოთქვა სურვილი  2015 წელს გახდეს  ევროპის ენერგეტიკული ქარტიის  თავმჯდომარე ქვეყანა.  თავმჯდომარეობის ფარგლებში, 2015 წლის ნოემბერში, ევროპის ენერგეტიკული ქარტიის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას საქართველო უმასპინძლებს.

1995 წლიდან, საქართველო ევროპის ენერგეტიკული ქარტიის წევრია.

ამჟმად, ევროპის ენერგეტიკული ქარტია ევროპისა და აზიის 50-ზე მეტს სახელმწიფოს აერთიანებს. მის მიზანს წარმოადგენს ენერგეტიკის სფეროში სამართლებრივი ურთიერთობების ჩამოყალიბება და მათი სრულყოფა, რაც მინიმუმამდე შეამცირებს ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციებთან და სატრანზიტო პოლიტიკასთან დაკავშირებულ რისკებს.

დღესვე,  ვიზიტის ფარგლებში, ევროპის ენერგეტიკული ქარტიის გენერალური  მდივანი შეხვედრებს გამართავს: ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეებთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენელბეთან და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარესთან.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved