ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე 34 სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს
სახელმწიფო დაფინანსებით გაზიფიცირების სამუშაოები    ამ ეტაპზე  საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე 34 სოფელში:  თვაურებში, ხვითში, ფცაში, შაქშაქეთში, ჩორჩანაში, წაღვლში, ყობში, ვაკეში, გორაკაში, ახალშენში, ყარაფილაში, სარიბარში, ზადიაანთკარში, არბოში, ქორდში, საკორინთელოში, პანტიანში, ზუღდულეთში, ქვემო და ზემო სობისში, ცერონისში, ავლევში, კნოლევში, აბანოში, კოდაშ, ატოცში, გულიკაანთუბანში, ჭვრინისში, კარბში, ახალუბანში, კირბალში, ერგნეთში, კოკსა და ორსანტიაში მიმდინარეობს.

საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე  ყველა  სოფლის გაზიფიცირებისთვის,   სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 19 მილიონი ლარი. გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდება გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების 58 სოფელში,სულ გაზიფიცირდება 13 375  კომლი. 

სოფლების მოსახლეობას სახლებამდე ბუნებრივ აირს უფასოდ მიუყვანენ.

გაზიფიცირების სამუშაოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად წლის ბოლომდე დაასრულებს.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved