ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
კახა კალაძემ ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ენერგეტიკული კომპანიების წარმომომადგენელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მინისტრმა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეაბილიტაციის მმართველისგან  27 ივლისს 10 საათსა და 33 წუთზე  იმერეთის მაღალი ძაბვის  500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის ავარიული გათიშვის მიზეზით მომხდარი ავარიის შედეგების შესახებ ბოლო ინფორმაცია მიიღო.

ბოლო ინფორმაციით კლიმატური პირობების გაუარესების კერძოდ, ძლიერი ჭექა-ქუხილის გამო დაზიანებულია  მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის ტერიტორიაზე მდებარე N 106 ანძის სადენი.ადგილზე მუშაობენ  ტექნიკური ბრიგადები და  დღის ბოლომდე აღმოფხვრიან დაზიანებას. ასევე, დაზიანებულია 220 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი „კოლხიდა-2“ და ელექტროგადამცემი ხაზი „პალიასტომი-1“.

ავარიის დადგომიდან 2 საათში  საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ   რეზერვების გამოყენებით შეძლო მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. ამ დროისთვის საქართველოს მოსახლეობა  შიდა გენერაციის წყაროებთან ერთად, მარაგდება სომხეთსა და თურქეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიით.

წინასწარი ინფორმაციით დაზიანებების მიზეზი ტექნიკური ხასიათისაა , თუმცა ყველა შესაძლო კითხვის ნიშნის გამოსარიცხად პროცესში ჩართულები არიან სამართალდამცავი  ორგანოები.

აღნიშნული ტიპის სისტემური ავარია პირველი არ არის და ის საქართველოს ენერგოსიტემაში წინა წლებში არაერთხელ დაფიქსირებულა:
•    2009 წელს მოხდა 3 სასიტემო ავარია - ორი  500 კვ ელექტროგამცემ ხაზზე „ქართლი-2“ და ერთი   500 კვ ელექტროგამცემ ხაზზე „იმერეთი“
•    2010 წელს  მოხდა 4   სასიტემო ავარია - ორი  500 კვ ელექტროგამცემ ხაზზე „ქართლი-2“ და  ორი  500 კვ ელექტროგამცემ ხაზზე „იმერეთი“.
•    2011 წელს  მოხდა 1  სასიტემო ავარია  500 კვ ელექტროგამცემ ხაზზე „იმერეთი“.
•    2012 წელს მოხდა 1  სასიტემო ავარია - ენგურის ჰიდროელექტროელექტროსადგურის  აგრეგატის ავირიული გათიშვის გამო.
•    2013 წელს სასისტემი ავარიას ადგილი არ ჰქონია.
•    2014 წელს მოხდა ერთი სასისტემო ავარია  500 კვ ელექტროგამცემ ხაზზე „იმერეთი“

ამჟამად მიმდინარეობს ახალი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის პროექტები, რომლებიც ქვეყანაში შემქნის ელექტროენერგიის მიწოდების ალტერნატიულ წყაროებს, რაც  მომავალში შეამცირებს საქართველოს ელექტროსისტემაში აღნიშნული ტიპის ავარიის რისკებს. 
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved