ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის პროექტის საჯარო განხილვა იწყება
საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ენერგეტიკის დარგში დასახული სტრატეგიული მიზნების მიღწევის უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენს.  საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა ქვეყნის გრძელვადიანი ხედვაა, რომელშიც ასახულია ის მექანიზმები და ინდიკატორები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და დარგის განვითარება. მასში ასახულია ახალი საერთაშორისო მიმართულებები, რომელიც შესაბამისობაშია მოყვანილი ასოცირებისა და სხვა საერთაშორისო შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებასთან. 

საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის პროექტი განხილულ იქნა ენერგეტიკის დარგის წამყვან ორგანიზაციებთან: სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, შპს „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ და სსიპ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია“.

პროექტი ხელმისაწვდომია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.energy.gov.ge და მივმართავთ თხოვნით ყველა დაინტერესებულ პირს, ექსპერტს, სპეციალისტს თქვენი შეხედულებები, შეფასებები, წინადადებები და შენიშვნები გამოგვიგზავნოთ  საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში (თბილისი 0105 სანაპიროს ქ. N2) ან ელ-ფოსტაზე: mail@energy.gov.ge მიმდინარე წლის 15 აგვისტომდე.

ამჟამად, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო სტრატეგიაზე, რომელზეც მუშაობა ახლო მომავალში დასრულდება.



საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა (პროექტი)
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved