ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
„ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის“ მესამე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეებმა მარიამ ვალიშვილმა, ირაკლი ხმალაძემ, ილია ელოშვილმა და საქართველოში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების მისიის დირექტორმა ბ-ნ სტეფან ჰაიკინმა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ „ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის“ მესამე საერთაშორისო კონფერენცია გახსნეს. 

ორდღიან კონფერენციას USAID-ის მხარდაჭერით „ენერგოგენერაციისა და ენერგეტიკის დაგეგმვის პროექტი“ (HPEP) მასპინძლობს. „ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის“ კონფერენცია ტარდება რეგიონალური ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებისთვის და მიზნად ისახავს ეკოლოგიურად სუფთა ელექტროენერგიით ვაჭრობის ხელშეწყობას რეგიონში. ასევე, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმების, ახალი ჰიდროელექტროსადგურების ფინანსირების შესაძლებლობებისა და ენერგეტიკული პოლიტიკის და სტრატეგიის მიმოხილვას. 

კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოსა და თურქეთის ენერგეტიკის სექტორების წარმომადგენლები, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები (მსოფლიო ბანკი, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია),  კერძო ინვესტორები და ელექტროენერგიის ტრეიდერები თურქეთისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved