ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
სოფელი დვაბზუ გაზიფიცირდება
ვიცე–პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, აზერბაიჯანული კომპანიის „სოკარ ჯორჯია გაზი“-ის წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  სოფელ დვაბზუში  მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოები  დაათვალიერა.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ სოფელ დვაბზუში პირველ ეტაპზე 9 კილომეტრის სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენს ააშენებს, რის შედეგადაც სოფელში მცხოვრებ 245 პოტენციურ აბონენტს გაზის საერთო ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა. პირველი ეტაპი  უახლოეს პერიოდში დასრულდება.

მეორე ეტაპზე დაგეგმილია 29 კოლომეტრი სიგრძის  საშუალო წნევის გაზსადენის აშენება , რაც  გაზის საერთო ქსელში ჩართვის შესაძლებლობას  530 პოტენციურ აბონენტს მიცემს.

გურიის რეგიონში  დღეისათვის გაზიფიცირებულია 8044 ოჯახი. მიმდინარე წლის ბოლომდე დამატებით 4334 აბონენტი ჩაერთვება ბუნებრივი აირის ქსელში.

ენერგეტიკის სამინისტროსა და გაზგამანწილებელი კომპანიების მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, საქართველოს მასშტაბით 2014 წლის ბოლომდე 86 ათასზე მეტი ოჯახი გაზიფიცირდება. გეგმის განხორციელების შემდეგ, გაზიფიცირებული იქნება დამატებით 252 სოფელი და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაში ათობით მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.  

საქართველოს მოსახლეობის გაზიფიცირება 2017 წელს დასრულდება.

ამასთან, გაზგამანაწილებელი კომპანიები მოსახლეობას ოჯახში ბუნებრივი აირის შესაყვანად საჭირო თანხის რამდენიმე თვეზე გადანაწილებას სთავაზობენ. ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, აღნიშნული თანხა თვიურად 25 ლარს , ხოლო ჯამურად 600 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved