ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
სოფელ ქორდში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო
ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე გორის მუნიციპალიტეტის ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქორდში გაზიფიცირების სამუშაოების დაწყებას დაესწრნენ.

პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირდება ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 16 სოფელი : ერგნეთი, ახალუბანი, ქორდი, არბო, ხურვალეთის დევნილთა დასახლება, მერეთი, ზარდიაანთკარი, გეგუტიანთ- კარი, კოშკა, კარბი, ქერე, ბერშუეთი, კირბალი, ზეღდულეთი, ქვემო სობისი და ზემო სობისი. სულ  გაზიფიცირდება 3766 კომლი.

პროექტის მეორე ეტაპზე გაზიფიცირდება გორის მუნიციპალიტეტის გამყოფ ხაზთან მდებარე 17 სოფელი: აძვი, მუმლაანთკარი, ჯარიაშენი, ციცგიაანთკარი, ახრისი, ქვეში, ქვემო არცევი, ხურვალეთი, წითელუბანი, ზემო ნიქოზი, ქვემო ნიქოზი, ზემო ხვითი, დიცი, ქვემო ხვითი, ფლავი, ფლავისმანი და მეჯვრისხევი.  გორის მუნიციპალიტეტში პროექტის მეორე ეტაპის ფარგელბში გათვალისწინებული სამუშაოების დაწყება დადგეგმილია  ივლისის ბოლოს. სულ გაზიფიცირდება 5033 კომლი.

ჯამში პირველი და მეორე ეტაპის დასრულების შედეგად გორის მუნიციპალიტეტის 33 სოფელში ბუნებრივ აირს მიიღებს 8799 ოჯახი.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე  ყველა  სოფლის გაზიფიცირებისთვის,   გამოიყო 19 მილიონი ლარი. გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდება გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების 58 სოფელში,სულ გაზიფიცირდება 13 375  კომლი. 

სოფლების მოსახლეობას სახლებამდე ბუნებრივ აირს უფასოდ მიუყვანენ.

გაზიფიცირების სამუშაოებს საქართველოს გაზის  ტრანსპორტირების კომპანია კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად წლის ბოლომდე დაასრულებს.

მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved