ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
სემინარი „ენერგეტიკული მომავალი და უსაფრთხოება“ გაიხსნა
ვიცე პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით და „მარშალის სახელობის უშიშროების საკითხების შემსწავლელი ევროპული ცენტრის“  ორგანიზებით   სემინარი „ენერგეტიკული მომავალი და უსაფრთხოება“ გახსნა.
 
3 დღიანი სემინარის მიზანია, ხელი შეუწყოს ენერგოუსაფრთხოების საკითხებში ცნობიერების ამაღლებას, ენერგეტიკული პოლიტიკისა და სტრატეგიის მიმართულებით გადაწყვეტილებების მიღებასა და უსაფრთხოების შენარჩუნებას ცენტრალური აზიის, კავკასიის, შავი და კასპიის ზღვების რეგიონებში. სემინარების მიმდინარეობის დროს ენერგოუსაფრთხოების საკითხები განხილული იქნება ფართო ასპექტში ეკონომიკური გარემოს გათვალისწინებით.
 
ღონისძიებას დაესწრებიან და მოხსენებით გამოვლენ საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბულგარეთის, ლიტვის, მოლდოვას, რუმინეთის, თურქეთის, უკრაინის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის სპეციალისტები, მაღალი რანგის წარმომადგენლები და ექსპერტები.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved