ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ენერგეტიკის განვითარების ფონდი ტენდერს გამოაცხადებს
GEDF მდინარე რიონის წყალშემკრები აუზის შეუსწავლელი პოტენციალის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის ჩატარებაზე კონსულტანტის შერჩევის მიზნით ტენდერის გამოცხადებას გეგმავს. 

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ამუშავებს ქვეყნის მასშტაბით შეუსწავლელი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის ათვისების გეგმას.

აღნიშნული გეგმის მიხედვით მოხდება მდინარეების წყალშემკრები აუზების  ეტაპობრივი შესწავლა და შეუსწავლელი პოტენციალის გამოვლენა.

კვლევის მთავარი მიზნებია:
  • წყალშემკრები აუზების/მდინარეების ათვისების გენერალური გეგმების შემუშავება;
  • ადგილობრივი ჰიდრორესურსების მაქსიმალური ათვისება;
  • ჰიდრორესურსების კომპლექსური გამოყენება;
  • მცირე და საშუალო ჰესების კასკადების შექმნა;
  • რეზერვუარების შექმნა პოტენციალის მაქსიმალური ათვისებისა და შემდგომ ელექტროენერგიის გამომუშავების რეგულირების მიზნით;
  • ელექტროსადგურების განვითარებისას დროს გარემოსდაცვითი საკითხების მაქსიმალური გათვალისწინება და ოპტიმიზაცია.
მოცემული კვლევა მოგვცემს საშუალებას შემუშავდეს აუთვისებელი ენერგეტიკული პოტენციალის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმა, რომელიც გაითვალისწინებს საინჟინრო ღონისძიებებს და მათ პრაქტიკულ შესრულებას.

საპროექტო სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებული იქნება:
  • კომპლექსური/ერთგვაროვანი სქემების შემუშავება, ერთგვაროვანი ნაგებობების და მოწყობილობების გამოყენება (მაგალითად სერიული წარმოების) და მათი დადებითი გავლენა პროექტის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე;
  • ადგილობრივი მასალების და რესურსის გამოყენების საშუალებები.
პირველი ეტაპზე მოხდება მდინარე რიონის ბასეინის შესწავლა.

ტენდერი გამოცხადდება 2014 წლის 1 ივლისს, დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოგვმართონ ფონდის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – გედფ@გედფ.ცომ.გე ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე (+995) 322 18 11 31.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved