ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
ახალსოფელში გაზიფიცირება დასრულდა
ვიცე–პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ აზერბაიჯანული კომპანიის „სოკარ ჯორჯია გაზი“-ის და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის სოფელ  ახალსოფელში ახლადაშენებული გაზსადენი გახსნა .მინისტრმა და კომპანიის წარმომადგენლებმა სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს.

საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი აირით მომარაგების ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის სრული გაზიფიცირების მიზნით გაზსადენების შიდა გამანაწილებელი ქსელი დაიყვანა.

მოეწყო 79861 მ სიგრძის შიდა გამანაწილებელი ქსელი და გაზის მისაღებად მომზადდა 1715 აბონენტი. სამუშაოებში  1 938 270,61 ლარი დაიხარჯა. ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაციას კომპანია „სოკარ-ჯორჯია გაზი“ განახორციელებს.

ენერგეტიკის სამინისტროსა და გაზგამანწილებელი კომპანიების მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, საქართველოს მასშტაბით 2014 წლის ბოლომდე 86 ათასზე მეტი ოჯახი გაზიფიცირდება. გეგმის განხორციელების შემდეგ, გაზიფიცირებული იქნება დამატებით 252 სოფელი და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაში ათობით მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ამასთან, გაზგამანაწილებელი კომპანიები მოსახლეობას ოჯახში ბუნებრივი აირის შესაყვანად საჭირო თანხის რამდენიმე თვეზე გადანაწილებას სთავაზობენ. ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, აღნიშნული თანხა ჯამურად 600ლარს, ხოლო თვიურად 25 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved