ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
საქართველოში ფიქალის ნავთობისა და გაზის თემატიკაზე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ  ბათუმში, საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით მიმდინარე საერთაშორისო კონფერენცია „ფიქალის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის მსოფლიო გამოცდილება და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ გახსნა.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ დარგის წამყვანი სპეციალისტები და საერთაშორისო დონის ექსპერტები საქართველოდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან. კონფერენციაზე განხილული იქნება უახლესი ინფორმაცია ფიქალის ნავთობსა და გაზთან დაკავშირებით, როგორც კომერციული და ახალი ტექნოლოგიების კუთხით, ასევე რისკების, გეოლოგიისა და გარემოს დაცვის თვალსაზრისით.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის წარმომადგენლები საქართველოს მთავრობიდან, ენერგეტიკის, ეკონომიკის, გარემოს დაცვის სამინისტროებიდან, დაინტერესებული სახელმწიფო სტრუქტურებიდან, საქართველოში აშშ-სა და სხვა ქვეყნების საელჩოებიდან და მსხვილი დონორი ორგანიზაციებიდან, ასევე საქართველოს ნავთობისა და გაზის სფეროში მომუშავე ინვესტორი კომპანიებიდან.

კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ფიქალის ნავთობისა და გაზის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას დაინტერესებული მხარეებისათვის, ასევე დისკუსიას აღნიშნული სფეროს საქართველოში განვითარების პერსპექტივების შესახებ.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved