ენერგეტიკის და გარემოს ეროვნული ასოციაცია
bt bt2
„ახმეტაჰესის“ მშენებლობა დასრულდა
ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე  ახმეტის მუნიციპალიტეტში „ახამეტაჰესის“ ექსპლუატაციაში გაშვების  ცერემონიალს დაესწრო.  პროექტი შპს „ჰიდროლეა“-მ განახორციელა.

„ახმეტაჰესის“ დადგმული სიმძლავრე 9,4 მეგავატია, სავარაუდო წლიური გამომუშავება კი დაახლოებით 50 მილიონი კილოვატსაათი.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 9,8 მილიონ აშშ დოლარია. ინვესტიცია ბულგარულმა კომპანია „ჰიდროლეამ“ ადგილობრივი ბანკებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების  თანადაფინანსებით განახორციელა.

ჰიდროელექტროსადგურის  მშენებლობა 2013 წლის ივლისში დაიწყო.   მშენებლობის პერიოდში სხვადასხვა ეტაპებზე დასაქმდა 250 ადამიანი, მათ შორის 150 ადგილობრივი მოსახლე. ამჟამად, სადგურის პერსონალი 8 მუდმივ და 12 დროებით დაქირავებულ თანამშრომელს მოიცავს,რომელთა შორის უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.

ელექტროსადგურში დამონტაჟებულია  ავსტრიული კომპანია ANDRITZ HYDRO-ს მიერ მოწოდებული უმაღლესი ხარისხის ევროპული  მოწყობილობები ხოლო სადგურის საპროექტო სამუშაოები შესრულებული აქვს საერთაშორისო საპროექტო კომპანია STUCKY-ს.

ელექტროსადგურში ასევე დამონტაჟებულია თანამედროვე ინფორმაციის გადაცემისა და მართვის სისტემა SCADA, რომელიც საშუალებას იძლევა ყველა ოპერაციის ავტომატიზირებისა და კომპიუტერული მართვისათვის.
მთავარი სიახლე ასოციაციის შესახებ პუბლიკაციები ენერგობიბლიოთეკა ენერგოკომპანიები გალერეა კონტაქტი
©2013 WWW.ENERGYPLATFORM.GE, All Rights Reserved